თურქული პრესა 22.03.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1605783
თურქული პრესა 22.03.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელიც ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ცენტრალური ბანკის ახალმა პრეზიდენტმა შაჰაბ ქავჯიოღლუმ განაცხადა, რომ მათი მთავარი მიზნის მისაღწევად, გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას ინფლაციის მუდმივი შემცირების მისაღწევად.  

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების სამინისტროს ბუნებრივი აქტივების დაცვის გენერალურმა დირექტორატმა, ბურდურის იეშილოვას რაიონში მდებარე სალდას ტბის, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (იუნესკო) შესაყვანად შესაბაისი ნაბიჯები გადადგა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემამ მსოფლიოში მრავალ სექტორს დიდი ზიანი მიაყენა, მათ შორის ერთ-ერთია ავიაცია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში საერთაშორისო ფრენები საგრძნობლად შემცირდა, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტი ნორმალურ სამუშაო განრიგს უკვე დაუბრუნდა.

 „თურქისტანიდან პირველი ფრენა თურქეთის მიმართულების განხორციელდა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: ყაზახეთის ქალაქ თურქისტანის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია  Fly Arystan-მა, A-320 ტიპის თვითმფრინავით პირველი საერთაშორისო ფრენა, 176 მგზავრით სტამბოლის მიმართულებით განახორციელა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ თურქეთიდან მიმდინარე წლის 2 თვის განმავლობაში 27 ქვეყანაში 4 მილიონ 114 ათას 579 დოლარის ღირებულების თაფლის ექსპორტი განხორციელდა. მიმდინარე წლის პირველი 2 თვის მანძილზე ყველაზე მეტი თაფლის ექსპორტი გერმანიაში, აშშ-ში და ქუვეითში განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები