თურქული პრესა 12.03.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1599927
თურქული პრესა 12.03.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ეროვნული ჰიმნის მიღების და მეჰმეთ აქიფ ერსოი ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ თურქეთის ეროვნული ჰიმნი ყველა დაჩაგრულის თავისუფლებისთვის ერთგვარი შთაგონების წყაროა.

გაზეთი „Yeni Şafak“-იც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ  კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს რა, შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში ერთგვარი პოემა დაწერეს.

გაზეთი „Sabah“-ი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ გაზაფხულამდე თურქეთის მოსახლეობის 50 მილიონს ვაქცინაცია ჩაუტარდება, ეპიდემიის კოშმარი 2021 წელში აღარ გაგრძელდება. მინისტრმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ ამისათვის ყველა ზომებს ატარებენ.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ კომუნიკაციების დეპარტამენტმა turkiyestopscovid.com სახელწოდების ვებ-გვერდი შექმნა, რომლის მეშვეობითაც, თურქეთის მიხრიდან კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში გაწეული ღონისძიებები მოსფლიოს უნდა აუხსნას.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ იტალიის ელჩმა ანკარაში, მასიმო გაიამ განაცხადა, რომ მათი რწმენით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებობს მნიშვნელოვანი ენერგიის წყაროები და ამ რეგიონთან ყველაზე დიდი სანაპირო ზოლის  მქონე თურქეთიც რეგიონის განუყოფელი ნაწილია რა, მის გარეშე რეგიონში არსებული საკითხების მოგვარება შეუძლებელია.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები