თურქული პრესა 10.03.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1598327
თურქული პრესა 10.03.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ჰულუსი აქარის განცხადებაზეა ყურადღბა გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, რუმინეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ განაცხადებაში აღნიშნა, რომ ერაყში, ჰაკურკსა და ქანდილის რეგიონებში განხირციელებული საჰაერო ოპერაციის შედეგად 25 ტერორისტის ლიკვიდირება მოხდა, მათ შორის ერთი ლიდერთაგანია.

გაზეთ „Hürriyet“-ის ეკონომიკის მიმომხილველი OECD-ის ანგარიშს უთმობს ადგილს და მასში ვკუთხულობთ: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონიტორინგის ანგარიშმა, თურქეთის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები ხელმეორედ განაახლა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თურქეთის ეკონომიკა 5.9 პროცენტით გაიზრდება.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ პრეზიდენტის თავდაცვის მრეწველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ მათ მიერ წარმოებულმა, საშუალო რადიუსის მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემამ HISAR-O + წარმატებით გაიარა ტესტირება, დაარტყა და გაანადგურა ყველაზე შორეული და უმაღლესი საჰაერო ტესტ-სამიზნე.

გაზეთი „Vatan“-ი მუსტაფა ვარანქის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: გუშინ, მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა თქვა: „ჩვენი ქვეყნის 2020 წლის ეკონომიკური  ზრდის მაჩვენებელი ცოტა ხნის წინ 1.8 პროცენტად გამოცხადდა. ეპიდემიის (კოვიდ-19) გამო განცდილი უარყოფითი მხარეების მიუხედავად, ჩვენ გავხდით ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია განაგრძოს ზრდა. ჩვენმა ექსპორტმა მიმდინარე წლის  თებერვალში მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს და  16 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ფეხბურთის კვლევითმა ინსტიტუმა (CIES),  2001 წელს დაბადებული საუკეთესო პერსპექტივის მქონე  ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელშიც აჟამად, ბეშიქთაშის კლუბში  მოთამაშე, ერსინ დესტანოღლუც არის შეყვანილი და იგი  მეხუთე ადგილზეა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები