თურქული პრესა 11.02.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1581394
თურქული პრესა 11.02.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თავისი პარტიის საპარლამენტო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე მწვავედ გაარიტიკა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიჩოტაკისი. ”თუ არსებობს მშვიდობის გზები, ერთობლივად უნდა მოვიძიოთ. სიტყვების წარმოთქმისას საზღვარი უნდა იცოდე და არ დაიმუქრო. შენ ტყუილად ენდობი იმათ, რომლებიც მხოლოდ შენი წაქეზებით არიან დაკავებულნი და შენ ნუ ელი მათგან რაიმე სარგებელს. ჩვენ კი, ყოვეთვის ჩვენ თვითონ ვიჭრით ჩვენს ჭიპებს და არავის იმედზე არ ვართ, ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ,” აღნიშნა ერდოღანმა, წერს ჰურრიეთი

Vatan-ი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუად ოქტაის განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ანკარა ბედის და ბერძნების ანაბარა არ მიატოვებს კვიპროსელ თანამოძმეებს. "ჩვენ წინააღმდეგი ვართ კუნძულზე უსამართლობისა და მხარს ვუჭერთ პრობლემის გადაწყვეტის ისეთი ნებისა, რომელიც სამართლიანი და სამუდამო იქნება," განაცხადა ოქტაიმ

Sabah-ის ცნობით, მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე თურქეთის ეროვნული კოსმოსური პროექტის განვითარებაზე ისაუბრა და თქვა: "მთვარეზე მისია ჩვენ ყველაზე მეტად გვხიბლავს და ვემზადებით მასთან პირველი კონტაქტის დასამყარებლად. მეორე ნაბიჯი კი იქნება მთვარეზე პირველი თურქი ასტრონავტის გაგზავნა."

"რუსული კომპანია როსკოსმოსი თურქეთთან თანამშრომლობისთვის მზად არის“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი და მასში ვკითხულობთ: რუსეთის ფედერალური კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მზად არიან თურქეთის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ კოსმოსურ საქმიანობებში თანამშრომლობისათვის და მხარდაჭერისათვის რა, ისინი თურქული მხარისგან კონკრეტულ წინადადებებს ელიან

Haber Türk-ი ეკონომიკურ გვერდზე თურქეთის ავიახაზების (THY) დირექტორთა საბჭოს წევრ და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე  ილქერ აიჯისთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ თურქულმა საჰაერო სატვირთო ტრანსპორტირების კომპანია Turkish Cargo–მ, კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად დიდ წარმატებას მიაღწია. ”ჩვენ 50 სამგზავრო თვითმფრინავი, სატვირთო თვითმფრინავად გადავაკეთეთ და ამ გზით ჩვენი ტვირთამწეობა გავზარდეთ. ასე რომ, დღეს ჩვენ მსოფლიოს 5 ყველაზე უდიდეს და მნიშვნელოვან საჰაერო ტვირთის ტრანსპორტირების კომპანიებს შორის ვითვლებით," სიამაყით აცხადებს აიჯი



მსგავსი ინფორმაციები