თურქული პრესა 02.02.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1575582
თურქული პრესა 02.02.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yenişafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა გუშინ პირველად იმგზავრა უპილოტო ელექტროავტობუსით, რომელიც თურქი ინჟინრების მიერ არის დაპროექტებული და წარმოებული. ამ მგზავრობის შესახებ მან თავის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა: "ჩვენ ვაპირებთ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შევიდეთ თურქი ინჟინრების ახალი გამოგონებით, უპილოტო ელექტროავტობუს “Atak Electric/ატაკ ელექტრიკ“-ით გამოწვეული სიხარულით, რომელიც მსოფლიოში მასობრივად წარმოებულ მე-4 დონის უპილოტო ელექტროავტობუსს წარმოადგენს და რომელიც მთლიანად თურქმა ინჟინრებმა დაამზადეს".

Star-ი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მხრიდან გუშინ გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ აქამდე თუ ევროკავშირისა და აშშ-ის მომხსენებლები წერდნენ ანგარიშს თურქეთისა და სხვა ქვეყნების შესახებ, ახლა თურქეთიც დაიწყებს მათ შესახებ წლიური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელშიც ასახული იქნება დასავლელების მტრობა ისლამის მიმართ, მათში გავრცელებული ქსენოფობიები, რასიზმი და დისკრიმინაციები სხვა ხალხებისა და რელიგიების მიმართ. ასე რომ, ამიერიდან ჩვენ ყოველწლიურად მთელ მსოფლიოს წარვუდგენთ ჩვენს საკუთარ ანგარიშს და დაე მთელი კაცობრიობა გაეცნოს დასავლეთის ნამდვილ სახეს” - ხაზგასმით განაცხადა ჩავუშოღლუმ.

Sabah-ი, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის  ეროვნული თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქართან, რომლის თქმითაც, აზერბაიჯანის ქალაქ აღდამში მუშაობა დაიწყო თურქეთ-რუსეთის ერთობლივმა სამხედრო ცენტრმა. ”ჩვენ იმედი გვაქვს და ჩვენი სურვილია, რომ ამ სამხედრო მონიტორინგის ცენტრის მონაწილეობით რეგიონი დაუბრუნდეს ცეცხლის შეწყვეტის მუდმივ სტატუსს, აღდგეს მშვიდობა და  უზრუნველყოფილ იქნას  სტაბილურობა,“ - აღნიშნავს აქარი.

Habertürk-ი ეკონომიკურ გვერდზე, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფათიჰ დონმეზის მხრიდან თურქეთში ნავთობის მოპოვება-წარმოებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ ნავთობის მოპოვებამ 2020 წელს 22 მილიონ ბარელს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 1.5 მილიონი ბარელით მეტია და ამ ციფრს წელს კიდევ უფრო გაზრდიან.

“ანტალია, იანვარში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობით, მეტად კმაყოფილია“ - ასეთი სახელწოდების სტატიას სთავაზობს მკითხველს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის ქალაქ ანტალიის ტურიზმის განყოფილების გამგეს, რეჯეფ იავუზს და მისივე განცხადებით, იანვარში ანტალიას ეწვია 2 მილიონ 287 ათასი უცხოელი ტურისტი, რაც 2020 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ჩამოსულთა რაოდენობაზე მეტია და ამით იანვარში ყველა დროის რეკორდი მოიხსნა.



მსგავსი ინფორმაციები