თურქული პრესა 27.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1571967
თურქული პრესა 27.01.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში სოციალური დანიშვნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ბევრ წარმატებულ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა რა, მათ მიერ დროულად გადადგმული სწორი ნაბიჯებით მსგავსი პრობლემები თავიდან იქნა აცილებული. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე 50 მილიონი დოზა ვაქცინა იქნება შემოტანილი ქვეყანაში.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ შემოშავებული და IPA-ს („ინსტრუმენტი გაწევრიანებამდე დახმარებისთვის“) მიერ მხარდაჭერილი პროექტი, ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ამოქმედდა და ეს პროექტი დროულად აღმოაჩენს კორონავირუსის მუტაციას.

გაზეთი „Star“-ი ჯავად ზარიფის კავკასიაში ვიზიტს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ირანაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ მათი სურვილია კავკასიაში შეიქმნას ექვსი ქვეყნის თანამშრომლობის პლატფორმა და ამ მიზნით რეგიონის ქვეყნებში ვიზიტს ახორციელებს. ზარიფი შესაძლოა თურქეთსაც ეწვიოს.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ, ერაყში სამხედრო შენაერთი გააგზავნა, რომლის მისიაც ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის, ნატო-ს ერაყის მისიის (NM-I) ფარგლებში რჩევების მიცემაა.

გაზეთი „Hürriyet“-ის მიხედვით, სტამბოლის აეროპორტი და თურქეთის ავიახაზები (THY) ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემების თანახმად, იანვრის თვის მესამე კვირაში ევროპის სათავეში იმყოფებოდნენ. სტამბოლის აეროპორტმა პირველი ადგილი დაიკავა ევროპის აეროპორტებს შორის ყოველდღიური 484 ფრენის განხორციელებით.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები