თურქული პრესა 19.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1566391
თურქული პრესა 19.01.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთმა თავისი პოტენციალი ინვესტიციებზე, წარმოებაზე, ზრდაზე, დასაქმებაზე და ექსპორტზე გადაიტანა რა, ამ თვალსაზრისით განათლების, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, და სხვა სფეროში მრავალი პროექტი განახორციელებს.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ გუშინ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჰეიკო მასთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებში ახლა  უფრო პოზიტიურ ატმოსფეროში არიან.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ჰულუსი აქარის ერაყში ვიზიტზე ამახვილებს ყურადღბას და მასში ვკითხულობთ: გუშინ ოფიციალური ვიზიტით ერაყში ჩასულმა ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლაში ერაყს ყველანაირ დახმარებას გაუწევენ.

გაზეთი „Star“-ის მიხედვით, თურქულმა საძიებო და საბურღმა გემმა „ფათიჰმა“ საქარიის გაზის საბადოზე, თურქალი-1-ში  ბუნებრივი გაზის აღმოჩენის სამუშაოები 77 დღეში წარმატებით დაასრულა. ფათიჰმა ხსენებულ ტეროტორიაზე  საბურღი სამუშაოები 3 ათას 920 მეტრის სიღრმეზე განახორციელა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ გასულ წელს ინგლისელმა ტურისტებმა თურქეთში დასასვენებლად კიდევ ერთხელ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი მუღლა აირჩიეს. გასულ წელს მუღლას კოვიდ-19 პანდემიის მიუხედავად 695 ათას 314  ინგლისელი ტურისტი ეწვია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები