თურქული პრესა 07.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1559081
თურქული პრესა 07.01.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სამხედრო და თავდაცვის სფეროში  თანამშრომლობის მემორანდუმები არსებობს რა, ამის ფარგლებში მან FETÖ-ს ტერორისტულ ორგანიზაციაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ისინი  ორივე ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

გაზეთი „Haber Türk“-ი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ამერიკის შეერთებულ შტატებში დემონსტრანტების მხრიდან კონგრესის ბინის დარბევის შესახებ თურქეთმაც გააკეთა  შეფასება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და  მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებ.

გაზეთი „Hürriyet“-ი ერსინ თათარის გაეროსთვის მოწოდებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული  რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა, გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერესს მოუწოდა, რომ ღიად მიუდგეს კუნძულზე სუვერენული თანასწორობისა და ორ სახელმწიფოიანი თანამშრომლობის ფორმულას.

გაზეთი „Sabah“-ის მიხედვით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა გუშინ მზის ენერგიის მრეწველებისა და ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „მზის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სექტორი ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის პროცესშიც კი გაძლიერდა რა, თურქეთის განახლებულმა, დაინსტალირებულმა ენერგიის სიმძლავრემ  49 ათას 550 მეგავატს მიაღწია.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ გასულ წელს  ანტალიაში დემრეს რაიონში მუზეუმები და ისტორიული ნანგრევები 242 ათასმა ადამიანმა მოინახულა და ამან  ქვეყანას 5 მილიონ 605 ათას 494 ლირის შემოსავალი მოუტანა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები