თურქული პრესა 30.12.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1554407
თურქული პრესა 30.12.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის მხრიდან ჩინეთისგან ნაყიდი კორონავირუსის ვაქცინა, SinoVac/სინოვაკის ჩამომტანი თვითმფრინავი უკვე დაეშვა ანკარაში და მის ბორტზე სულ 3 მილიონი დოზა არის, რომლის 14 დღიანი ტესტირების შემდეგ, მასიური ვაქცინაციის პროგრამა დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტტინ ქოჯამ განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს თანამშრომლები და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები აიცრებიან

”რუსეთთან ხელი მოეწერა კოვიდ-19 ვაქცინის ერთობლივი წარმოების შეთანხმებას,” ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: რუსეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთთან მიღწეულ იქნა შეთანხმება კოვიდ-19 ვაქცინების ერთობლივი წარმოების შესახებ. “რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგა ერდოღანს სატელეფონო საუბარში შესთავაზა რუსული ვაქცინის ერთობლივად წარმოების თაობაზე და ჩვენმა პრეზიდენტმა მითითებები მისცა ჯანდაცვის სამინისტროს, რათა ხელი მოეწერა ამ საკითხზე შეთანხმებას ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ

Vatan-ი, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის მხრიდან ლიბიის შესახებ გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ თურქეთს ლიბიაში პოლიტიკური გადაწყვეტილების რაც შეიძლება სწრაფად, ე.ი. ყოველგვარი დროის დაკარგვის გარეშე მიღება სურს. “ჩვენი სამხედროები ამ ქვეყანაში იმყოფებიან ლეგიტიმური ხელისუფლების მიწვევის საფუძველზე, ამიტომაც მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. ჩვენ გავაგრძელებთ ყველანაირ დახმარებას და მხარდაჭერას ლიბიელი ძმებისადმი,” ხაზი გაუსვა აქარმა, წერს ვათანი

Star-ი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ ჩატარებულ 2020 წლის ბოლო შემაჯამებელ პრესკონფერენციას აშუქებს და წერს, რომ მასში დიდ ყურადღება მიექცა აზერბაიჯანისა და თურქეთის ურყევ ერთიანობას და ძმობას, რაც განსაკუთრებიტ გამოჩნდა სომხეთის მიერ ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის განმათავისუფლებელი ომის დროს, როცა ანკარამ სრული პოლიტიკური სოლიდარობა გამოუცხადა ბაქოს და მორალურ-ზნეობრივი დახმარებაც არ მოაკლო აზერბაიჯანელ ძმებს

Haber Türk-ი ეკონომიკის გვერდზე იუწყება, რომ თურქეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ხელი მოეწერა თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში შევა 1 იანვრიდან და იგი მოიცავს ყველანაირ სამრეწველო თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. “ბრიტანეთი, თურქეთის სიდიდით მეორე ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს და ეს ახალი შეთანხმება, კიდევ უფრო გააღრმავებს და გააფართოებს ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს,“ იმედს გამოთქვამს ჰაბერთურქი



მსგავსი ინფორმაციები