თურქული პრესა 22.12.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1549588
თურქული პრესა 22.12.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ, სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოქვეყნებულ მესიჯში მეტად მწვავე რეაგირება მოახდინა საბერძნეთის მხრიდან ლტოლვილების მიმართ გამოჩენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო. სოილუმ, რომელმაც თავის მესიჯს ევროკავშირის  შინაგან საქმეთა კომისრის ილვა იოჰანსონის იარლიყით ვიდეოც დაურთო და აღნიშნა: "განა Frontex-ის მიერ არ დანახული და უგულებელყოფილი ამ დანაშაულებების გამო საბერძნეთს პასუხი არ მოეთხოვება?"

“THY-ს განცხადება იმ ოთხ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომლებთანაც ფრენები შეჩერებულია”, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Yeni Şafak-ი და მასში ვკითხულობთ: ახალი ტიპის კორონავირუსის მუტაციის შემდეგ, თურქეთის ავიახაზებმაც ფრენები დროებით შეაჩერა ინგლისში, დანიაში, ნიდერლანდებსა და სამხრეთ აფრიკაში. თურქეთის ავიახაზების (THY) გენერალურმა დირექტორმა ბილალ ექშიმ, Twitter–ით გავრცელებულ მესიჯში იმ მგზავრებს, რომლებიც გაემგზავრებიან იმ ოთხ ქვეყანაში, სადაც ფრენები შეჩერებულია, სთხოვათ, რომ ჯერ ერთი არ იჩქარონ ბილეთების ტრანზაქციებზე და მეორეც, რომ არავინ არ დაზარალდება

Sabah-ის ეკონომიკური მიმოხილველი ინტერვიუს აქვეყნებს ეგეოსის რეგიონის ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტ ჰაიერეტტინ უჩაკთან, რომელიც ამბობს, რომ მიმდინარე წელს, ამ გაერთიანების 54 წლის ისტორიაში, პირველად გადააჭარბეს ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში 1 მილიარდ დოლარს და ამით ყველა დროის რეკორდი მოხსნეს

Star-ის ცნობით, თურქეთის ცნობილი სამხედრო ელექტრონული კომპანია ASELSAN/ასელსანი, ავითარებს ვირუსის დიაგნოზის ისეთ ინოვაციურ სისტემას, რომელიც ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი ტიპის კორონავირუსის გამოვლენისას და მას ანალოგი არ გააჩნია მთელს მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით ASELSAN–ის ინჟინერმა დიდემ ლალე ოზქანმა თქვა: ”სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევქმენით არა მხოლოდ SARS Cov2–ის სპეციფიკური, არამედ მუდმივი ხელსაწყოები, რომლებიც ყველა საავადმყოფოს ინვენტარად გადაიქცევიან.”

Haber Türk-ი, კულტურისა და ხელოვნების გვერდზე, აშშ-ში მოქმედი Top Beauty World ვებ–გვერდის მიერ გამოცხადებული  2020 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზ სახიანი 100 ქალის კონკურსის შედეგებს აქვეყნებს. მისი მიხედვით ამ კონკურსში ცნობილი თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი, "მსოფლიოს ყველაზე ულამაზეს ქალად" აირჩიეს. “ამავე კონკურსში, კიდევ 5 თურქი ქალი შევიდა მსოფლიოს 100 ლამაზმანის სიაში. ნესლიჰან ათაგულმა 89-ე ადგილი დაიკავა, ელჩინ სანგუმ 83-ე, დემეტ ოზდემირმა 75-ე, ფაჰრიე ევჯენმა 45-ე და თუბა ბუიუქუსტუნმა კი 29-ე“, წერს ჰაბერთურქი



მსგავსი ინფორმაციები