თურქული პრესა 16.12.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1546411
თურქული პრესა 16.12.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, გუშინ ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს. დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩავუშოღლუმ პომპეოსთან საუბარში გააჟღერა აშშ-ს მიერ მიღებული სანქციების გადაწყვეტილების შესახებ თურქეთის პასუხი.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში მოყვანილია აშშ-ს სანქციების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადება, რომელში ნათქვამია: ”ჩვენ ვგმობთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეუთავსებელია ალიანსთან, ამჟამინდელ სამხედრო და პოლიტიკურ რეალობებთან.”

თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი გაზსადენი აშენდება - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. პროექტს, რომელიც ნახიჩევანს ბუნებრივი აირით მოამარაგებს, ხელი მოეწერა ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებს შორის. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთი-ნახიჩევანის გაზსადენი იღდირის გაზსადენის გაგრძელებაზე აშენდება, რომელიც გასასვლელს იღებს აღმოსავლეთ ანატოლიის გაზსადენის მთავაი გადამცემი ხაზიდან და ამ ხაზით მთლიანად დაკმაყოფილდება ნახიჩევანის ბუნებრივ აირზე მოთხოვნილება.

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ თურქეთმა და უკრაინამ ერთობლივი კორვეტის და შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის SİHA წარმოების საკითხზე  შეთანხმებას მიაღწიეს და ხელმოწერები გააკეთეს.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, თურქეთის პირველი შეიარაღებული უპილოტო გემის (SİDA) პროტოტიპს ამ თვის ბოლოს ზღვაში ჩაუშვებენ. SİDA-ს დაემატება სარაკეტო სისტემების ეროვნული მწარმოებლის „როკეტანის“ მიერ მიწოდებული 4 ერთეული Cirit-ი და 2 ერთეული L-UMTAS სარაკეტო სისტემა და გემის ტესტირება ზღვაში ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები