თურქული პრესა 14.12.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1545064
თურქული პრესა 14.12.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი ემხრობა საერთაშორისო სამართალსა და კეთილმეზობლურ ურთიერთობების. „თურქეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობს ჩვენი ქვეყნისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის უფლებების, ინტერესების  დაცვას ეგეოსის ზღვაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და იგი ისევ იქნება მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი კვიპროსის კუნძულზე საერთაშორისო გარანტიებისა და ალიანსის ხელშეკრულებების შესაბამისად.“-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (პარლამენტის) თურქეთ-აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის შამილ აირიმის განცხადებით, 30 წლის განმავლობაში ოკუპაციის ქვეშ მყოფ ყარაბაღში ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობა, სკოლები, ბიბლიოთეკები, მეჩეთები და ეკლესიები არ დარჩა და სომხეთმა ყველაფერი გაანადგურა. „ამას თურქული კომპანიები გააკეთებენ. აშენდება ახალი დასახლებები, შეიქმნება ინფრასტრუქტურა “ - აღნიშნა აირიმმა.

აზერბაიჯანის დიასპორაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ელშად ალიევმა, განაცხადა, რომ სომხეთთან ომის დროს, თურქეთის დიასპორასთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ღონისძიებებს აწყობდნენ და თითქმის ყველა მათ პროგრამაში თურქეთი მათ გვერდით იყო - წერს გაზეთი „სტარი“. მან მთელი თურქეთის დიასპორასა და საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემთა სამმართველოს მადლობა გადაუხადა.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობის  ორგანიზაცია (TUSAŞ) ტუნისის საჰაერო ძალების სარდლობას 80 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადასცემს 3 ერთეულ უპილოტო საფრენ აპარატს ANKA-ს და 3 ერთეულ სახმელეთო კონტროლის სისტემას. მომდევნო წლებში, სავარაუდოდ, ეს რიცხვები გაიზრდება. ანკარაში TUSAŞ-ს ბაზებზე საჭირო ტრენინგს გაივლის 52 ტუნისელი მფრინავი და ტექნიკური მომსახურე პერსონალი.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი ტიპის (კოვიდ -19) ეპიდემიის გამო დუბაიდან სტამბოლის მიმართულებით შეჩერებული ფრენები 9 თვიანი პაუზის შემდეგ განახლდება. კომპანია Flydubai, რომლის სათაო ოფისი დუბაიშია, აცხადებს, რომ ფრენები დუბაი – სტამბოლის მიმართულებით საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან 17 დეკემბრიდან განახლდება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები