თურქული პრესა 02.12.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1538113
თურქული პრესა 02.12.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერთურქში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიგით მეოთხე TRT World Forum-ზე სიტყვით გამოსვლისას თქვა:  "როდესაც ეს იქნება აღქმული როგორც უკონტროლო, თვითნებობისთვის ღია, კანონის გარეთ სივრცედ, ადგილი, სადაც ციფრული განვითარება მიგვიყვანს, იქნება ფაშიზმი. ამიტომ, ციფრულმა განვითარებამ, თავისუფალი სივრცის გაფართოებასთან ერთად, არ უნდა გამოიწვიოს ახალი უსამართლობა და ახალი მარგინალიზაცია."

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში მოყვანილია ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ ქოჯას განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "ჩვენ ვაქცინაციის ინტენსიური დაწყება დეკემბერში გვსურს. დეკემბერში 20 მილიონი ვაქცინა გვექნება. თუ ყველაფერი ნორმალურად წარიმართება, 11 დეკემბრიდან ვაქცინას ჯანდაცვის პერსონალს გავუკეთებთ.“

კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა TRT World Forum 2020- ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "ჩვენ გვინდა და ვცდილობთ, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა დამყარდეს ევროკავშირთან. ჩვენი საერთო სოლიდარობა და თანამშრომლობა, ევროპაში სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოწოდებების წინააღმდეგ ბრძოლის გასაღებია.” - წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

გაზეთი „საბაჰის“ ცნობით, სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლიმ განაცხადა, რომ მათ 2003 წლიდან დღემდე 1 მილიარდ 350 მილიონი ლირის მხარდაჭერა გაუწიეს ზღვის პროდუქტების სექტორს და დაამატა: ”ამ დახმარებით, სანაშენე ობიექტების რაოდენობა 70 პროცენტით გაიზარდა და 2 ათას 127 შეადგინა, ხოლო წარმოების რაოდენობა 511 პროცენტით გაიზარდა და 373 ათასი ტონა შეადგინა.”

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, ერზურუმში, პალანდოკენის სათხილამურო ცენტრში, სადაც ხელოვნური დათოვლის სისტემით სათხილამურო ბილიკები მოამზადეს, ადგილობრივმა და უცხოელმა ტურისტებმა თოვაში სრიალით ისიამოვნეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები