თურქული პრესა 01.12.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1537392
თურქული პრესა 01.12.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების ახალი გრაფიკი დაანონსა, რომლის მიხედვითაც, კვირის დღეებში ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა და იგი, 05:00 საათამდე იმოქმედებს. შაბათ-კვირასთან დაკავშირებით კი პარასკევს 21:00 საათიდან დაიწყება და ორშაბათ 05:00 საათამდე გაგრძელდება ე.წ. კომენდანტის საათი.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდებიან რა, ქვეყანაში მომავალი თვიდან ვაქცინაციის გამოყენებას აპირებენ, რომელიც მთლიანად უფასო იქნება. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ საბერძნეთის მხრიდან, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდომა და კრიზისის სხვაგან მოგვარების მცდელობა დიდი შეცდომაა. მისივე თქმით,  თურქეთი საკითხის მოლაპარიკების გზით მოგვარების მომხრეა და ამისათვის მზად არის.

„აზერბაიჯანის არმია ლაჩინის რაიონში შევიდა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: აზერბაიჯანის არმია 28 წლიანი სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულ  ლაჩინის რაიონში შევიდა. ლაჩინი გახლავთ ის სტრატეგიული ადგილი საიდანაც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირი მყარდება რა, ამ რაიონში მდებარეობს ე.წ.  „ლაჩინის დერეფანიც“. სომხეთმა ლაჩინის ოკუპაცია 1992 წელს მოახდინა.

გაზეთ „Haber Türk“-ის მიხედვით, მიმდინარე წლის თურქეთის ეკონომიკის მესამე კვარტალში ზრდის მაჩვენებელი გამოცხადდა რა, მას მხოლოდ ჩინეთი, ტაივანი და ვიეტმნამი უსწრებს. თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 6.7%-ით გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები