თურქული პრესა 19.08.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1475419
თურქული პრესა 19.08.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, გუშინ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა, ომერ ჩელიქმა მისი პარტიის ცენტრალური მმართველი საბჭოს დღის წესრიგის შესახებ განცხადებები გააკეთა. მან მწვავე რეაქცია გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის, სიტყვებზე და აღნიშნა: "ბაიდენის სიტყვები ზუსტად პუშტჩიზმია. ვერავინ მოიპარავს ჩვენს დემოკრატიას, ვერავინ დაანგრევს ჩვენს დემოკრატიას, ვერავინ ჩაერევა ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში.“

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა, ბერათ ალბაირაქმა, სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთმა განახლებადი რესურსებით და წარმოებული ენერგიით, მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობა მთელ მსოფლიოს აჩვენა -წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთის ავტომობილების საინიციატივო ჯგუფის (TOGG) პროექტები, ევროკავშირის 27 ქვეყნის  და ჩინეთის შემდეგ ასევე რეგისტრირებული იქნა იაპონიაშიც. TOGG– ის Twitter– ის ანგარიშით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: ”იაპონიის საპატენტო ოფისმა (JPO) ჩვენი C-SUV და Sedan-ის დიზაინები იაპონიაში TOGG– ის სახელით დაარეგისტრირა.”

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი ორგანიზაციის (TUBITAK) კოსმოსური ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტის მიერ შექმნილ, თურქეთის პირველ ადგილობრივ სადამკვირვებლო სატელიტ RASAT-ს ორბიტაზე 9 წელს შეუსრულდა. ინსტიტუტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, RASAT- ის მიერ გადაღებული სურათები გამოიყენება კარტოგრაფიაში, კატასტროფის მონიტორინგში, სოფლის მეურნეობაში, გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და დაგეგმვის სამუშაოებში.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, საფრანგეთის ლიგის ერთ-ერთმა გუნდმა „ოლიმპიკ ლიონ“-მა „ალთაი“-დან ჯენკ ოზქაჩარის ტრანსფერი მოახდინა. „ოლიმპიკ ლიონ“-ში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 19 წლის სტოპერთან  5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები