თურქული პრესა 14.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1472774
თურქული პრესა 14.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გუშინ, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AK პარტიის) საოლქო ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, აღმოსალეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და  განაცხადა, რომ ყველა დაწყნარდეს, თურქეთი მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ადგილებში ეძებს ბუნებრივ აირს და ნავთობს, არავის უფლებაზე თვალი არ უჭირავს და არც თავის უფლებებს შეაჭმევინებს სხვას

Star-ი, ამავე თემასთან დაკავშირებით, ეროვნული თავდაცვის მინისტრის,  ჰულუსი აქარის მიერ გუშინ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გავრცელებულ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც იგი ამბობს: ”მინდა ნათლად განვაცხადო, რომ გასულ წლებში, სომხეთის მიერ ხოჯალიში ჩადენილი გენოციდისა და მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის  წინააღმდეგ, ჩვენ აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოძმეების გვერდით ვდგავართ იარაღითაც და ყველა სხვა საშუალებითაც. ასე რომ, აზერბაიჯანი მარტო არ არის,“ ხაზგასმით განაცხადა აქარმა, აღნიშნავს სტარი

Haber Türk-ი, თურქეთის ვაჭრობის მინისტრ, რუჰსარ ფექჯანთან ინტერვიუს აქვეყნებს. მასში იგი ამბობს, რომ თურქეთსა და ლიბიას შორის ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერეს ხელი. “ლიბიაში, თურქეთისა და თურქული ფირმების მიერ განხორციელებულ პროექტებში გაჩენილი პრობლემების მოგვარებისა და ამ პროექტების გაგრძელების უზრუნველსაყოფად, ურთიერთგაგების მემორანდუმი გავაფორმეთ და ყველა დაუმთავრებელ სამშენებლო პროექტებს განვახორციელებთ“, განახადა მინისტრმა

"ეს რობოტი ზომავს სიცხეს, აფრქვევს სადეზინფექციო საშუალებებს, ნიღაბს იძლევა", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Vatan-ში და მასში ვკითხულობთ: ქალაქ ორდუში მოქმედი დოქტორ მ.ჰილმი გულერის სახელობის სამეცნიერო კვლევის ცენტრში მომუშავე 6 მასწავლებელმა წარმოადგინა რობოტი, რომელიც კოვიდ-19 ზომების ფარგლებში, შენობაში შესულებისათვის კარებს აღებს და ხურავს, ზომავს სიცხეს, ასუფთავებს გარემოს და სადეზინფექციო საშუალებებს აფრქვევს, იძლევა სამედიცინო ნიღბებს. მალე ამ რობოტის სერიულ გამოშვებას დაიწყებენ

Hürriyet-ი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთის ყველაზე მაღალ, აღრის მთაზე, რომელსაც “თურქეთის სახურავს“ უწოდებენ, უდაბნოს კლიმატი და არქტიკული კლიმატი ერთდროულად ხორციელდება. დღესდღეობით, მთის დაბალ ფერდობებზე უდაბნოს კლიმატი წვავს ყველაფერს, როცა ჰაერის ტემპერატურა ყოველ 1000 მეტრ სიმაღლეზე იცვლება და ცივდება რა, უმაღლეს წერტილზე უკვე არქტიკული, მინუს 20 გრადუსამდე ყინვებია. ასე რომ ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის სეზონები ერთდროულად იცხოვრება ამ მთაზე, წერს ჰურრიეთი



მსგავსი ინფორმაციები