თურქული პრესა 23.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1441285
თურქული პრესა 23.06.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „თურქეთის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი მიღებულ იქნა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის, კატარის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იორდანიის, ქუვეითის მაროკოსა და ნიდერლანდების მხრიდან „სირიაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ კანონპროექტი“ გაერო-ს  ადამიანის უფლებათა საბჭო მიღებულ იქნა.

გაზეთი „Haber Türk“-ი ბერათ ალბაირაქის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ხაზინის და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი აცხადებს, რომ ნორმალიზაციის პროცესში თურქეთის ეკონომიკა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო სწრაფ გამოსწორებას განიცდის. მისივე თქმით, თურქეთის ეკონომიკა ზრდა, მიდმინარე წელს მოსალოდნელზე მაღალი დაფიქსირდება.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთი თავდაცვის სფეროში ყველაზე დიდ ექსპორტს პაკისტანში ახორციელებს. სწორედ ამის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ეროვნული წარმოების გემის პროექტთან დაკავშირებით მემორანდუმი იქნა გაფორმებული. თურქეთი პაკისტანის საზღვაო ძალებისთვის MİLGEM სახელწოდების გემს დაამზადებს.

„აზერბაიჯანი თურქეთიდან შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატებს შეისყიდის“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის მიერ ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც როგორც სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს წინააღმდეგ და ასევე სირიაში დიდ წარმატებას მიაღწია,  მსოფლიოს გაკვირვებას განაგრძობს. მათ მიმართ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მოთხოვნები ყოველდღიურად იზრდება. აზერბაიჯანმა კი განაცხადა, რომ თურქეთიდან შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატებს შეისყიდის.

დაზეთი „Yeni Şafak“-ის სპორტული მიმომხილველი წერს, რომ სერი A-ს კლუბებიდან იუვენტუსი, თურქი ფეხბურთეების მიმართ ინტერესს ზრდის. იუვენტუსი მერიჰ დემირალის შემდეგ ახლა, ვერდერ ბრემენის კლუბში მოთამაშე 18 წლის ერენ დინქჩით დაინტერესდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები