თურქული პრესა 16.05.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1436752
თურქული პრესა 16.05.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, განვითარებადი რვა ქვეყნის (D-8) ორგანიზაციას, რომლის როტაციული თავმჯდომარეც თურქეთია,  დაარსების 23-ე წლისთავი მიულოცა. ერდოღანის მისალოც წერილში ნათქვამია:  „D-8-მ,  მშვიდობა ომის ნაცვლად, დიალოგი კონფლიქტის ნაცვლად, ორმაგი სტანდარტის ნაცვლად სამართლიანობა და განვითარება, უპირატესობის ნაცვლად თანასწორობა, ექსპლუატაციის ნაცვლად გაზიარება, ჩაგვრის ნაცვლად ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია გაითავისა.“

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ ტელეფონით ესაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰეიკო მაასს. მინისტრების სატელეფონო საუბრის დროს განხილული იქნა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პროცესის ნორმალიზაციის, ტურიზმის, სამგზავრო გაფრთხილების მოხსნის და გერმანიის ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეობის პერიოდში თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს სტამბოლში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვიზიტი ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების მიზნით ტექნიკური მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით გადაიდო - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“.  ჩავუშოღლუს თქმით, "რუსებთან შეხვედრაში რაიმე პრობლემა არ არსებობს."

გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ერაყის ჩრდილოეთში ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცია „კლანჭი-არწივის“ დროს 81 სამიზნე იქნა განადგურებული. "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ ბრძოლა კაცობრიობის  მტრის, ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ზიანის მიყენების გარეშე გაგრძელდება.  ”თურქეთი არის მოდელი მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში.“-აღნიშნა ჩელიქმა.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იტყობინება, რომ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ლუიჯი დი მაიო, ოთხშაბათს, 17 ივნისს თურქეთს ეწვევა. გასულ თვეში, როდესაც თურქეთმა იტალიას ახალი ტიპის კორონავირუსთან (Kovid-19) ბრძოლაში დახმარება აღმოუჩინა, მაიომ თურქეთს მადლობა გადაუხადა და განაცხადა: „ამ დახმარებას არასოდეს დავივიწყებთ.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები