თურქული პრესა 10.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1432943
თურქული პრესა 10.06.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ზომების ფარგლებში ნორმალიზაციის პროცესი გრძელდება. მის მიხედვით დღეიდან 65 წლის ზემოთ მოქალაქეები ყოველ დღე 10.00-დან 20.00 საათამდე ქუჩაში გასვლას შესძლებენ. 18 წლამდელებისთვის კი აკრძალვა მთლიანად მოიხსნა ქუჩაში მშობლებთან ერთად გასვლის პირობით. რესტორნების, კაფეებისა და ყავახანების დახურვის საათმა 22.00-დან 24.00 საათამდე გადაიწია. კინო, თეატრები და მსავსი ხელოვნების ცენტრები გარკვეული პირობებით 1 ივლისიდან გაიხსნება. ხელმოწერის დარბაზები 15 ივნისიდან, საქორწილო დარბაზები კი 1 ივლისიდან ამოქმედდება.

გაზეთ „ვათან“-ში მოყვანილია საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუდ ჩავუშოღლუს სიტყვები, რომლის მიხედვითაც, კორონა ვირუსის პროცესში თურქეთმა სხვებისთვის დახმარების საკითხში ადრე დაიწყო მოქმედება, დღემდე 125 ქვეყნის დახმარების თხოვნა დააკმაყოფილა და მუშაობას ისევ გააგრძელებენ. ჩავუშოღლუმ მიგრანტთა საკითხზე კი დასძინა: „ამას მარტო ვერ ვზიდავთ. სოლიდარობა გვჭირდება.“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ, ლიბიის არმიის მეამბოხე ჰაფტარის შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ წარმატებული შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით განაცხადა: „თურქეთს უკვე ლიბიაში სიტყვის უფლება აქვს, მმართველ ძალას თურქეთში ჩემის აზრით, ჩატარებული სამუშაოებით შექების ღურსი ქვეყანაა” - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. ბრაიზამ ასევე აღნიშნა, რომ ჰაფტერი ცდილობს ლიბიის გაყოფასა და აღებას.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ყატარის ელჩმა ანკარაში, სალიმ მუბარაქ ალ შაფიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების (UAE), ბაჰრეინის და ეგვიპტის მიერ მის ქვეყანასთან  2017 წლის 5 ივნისს ურთიერთობების შეწყვეტისა და ბლოკადის დაწყებიდან სამი წელი გავიდა. ყატარის ელჩმა ასევე დასძინა: ”თურქეთმა, ბლოკადის წინააღმდეგ ცუდი განზრახვის მქონე ბლოკებისგან თავი შორს დაიჭირა და პრონციპების შესაბამისად სიმართლის და დაჩაგრულის გვერიდთ ყოფნა არჩა. თურქეთის არჩევანი პოზიციითა და პოლიტიკით თამამი არჩევანი იყო. ჩვენ ვაფასებთ თურქეთის პოზიციას.”

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, სტამბოლის ფინანსური ცენტრის მიზნების ფარგლებში, გრძელდება ნაბიჯები კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისთვის. ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს ბელგიურ Euroclear Bank-თან თანამშრომლობის წყალობით უცხოელ ინვესტორებს ექნებათ უფრო ადვილი წვდომა თურქული ლირის, უცხოური ვალუტისა და ოქროს ობლიგაციებზე, მიუხედავად იმისა ექნებათ თუ არა ანგარიში შიდა ბანკებში. ამ თანამშრომლობით გაიზრდება თურქული ობლიგაციების სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე გარანტიად მიღების შესაძლებლობა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები