თურქული პრესა 09.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1432188
თურქული პრესა 09.06.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელიც  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან აია-სოფიას შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ზე დღის წესრიგთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების დროს, საბერძნეთის მხრიდან აია-სოფიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მკაცრად უპასუხა და აღნიშნა: „ამბობენ, რომ აია-სოფია მეჩეთად არ გადაკეთდეს. თურქეთის მმართველები თქვენ ხართ თუ ჩვენ? საზღვრები დაიცავით. თუ არ დაიცავთ თურქეთი რასაც გააკეთებს ნათელია“.

გაზეთი „Haber Türk“-ი ომერ ჩელიქის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: გუშინ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანათავჯდომარეობით გამართული, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პოლიტსაბჭოს შეხვედრის შემდეგ ვიცესპიკერ ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში 128 ყვეყნიდან 80 ათასი თანამოქალაქე ჩამოიყვანეს სამშობლოში. ჩელიქმა ასევე აღნიშნა, რომ 1 ივნისს მონაცემებით საზღვარგარეთ კოვიდ-19-ის გამო 558 თური გარდაიცვალა.

გაზეთი „Star“-ი ჯანდაცვის მინისტრის კოვიდ-19-თან დაკავშირებით შეფასებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ  თურქეთში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება და იმ შემთხვევაში, თუ პირბადეების ტარების  და დისტანციური წესის დაცვა საჭიროებისამებრ გათვალისწინებული იქნება,  უფრო უკეთესი შედეგების მიღებაა შესაძლებელი.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ  მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა განაცხადა, რომ ქვეყანამ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შედეგ, სხვადასხვა ქვეყნებში 2000-ზე  მეტი ადგილობრივი წარმოების ინტენსიური თერაპიის რესპირატორების ექსპორტი განახორციელა.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის  ფათიჰ დონმეზის, განცხადებით,  თურქეთის პეტროლიუმის კორპორაციამ  (TP) ლიბიაში ნავთობის მოძიებისა და წარმოების საქმიანობის ლიცენზია მიიღო და დაახლოებით 3-4 თვის მანძილზე შესაბამის სამუშაოებს დაიწუებს.
 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები