თურქული პრესა 16.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1399297
თურქული პრესა 16.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ HaberTürk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ კორონავირუსს, ყოველგვარი პანიკისა და კომპრომისების გარეშე, ერთობლივად დაამარცხებენ. სოციალურ ქსელ Twitter-ით  გავრცელებულ მესიჯში იგი აღნიშნავს: "თურქეთს, ზომებისა და მკურნალობის ხელსაყრელი მომენტი აქვს, რადგან, ჯანდაცვის სისტემა და მისი ინფრასტრუქტურა არის ძლიერი და განვითარებული. ჩვენ არ გვაქვს დეფიციტი არც საწოლებსა და სამედიცინო მედიკამენტებზე თუ აღჭურვილობებზე. ეპიდემიას, მხოლოდ მკაცრი ზომებისა და ღონისძიების გამოყენებით დავამარცხებთ", აღნიშნავს ქალინი, წერს ჰაბერთურქი

Vatan-ი, პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფაჰრეტტინ ალტუნის მიერ Twitter-ის ანგარიშიდან ინგლისურ ენაზე გავრცელებულ მესიჯს ანთავსებს, რომელშიც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების პირველსავე დღეებიდან პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ნამდვილი ლიდერის სახეს აჩვენენს და გაჭირვებულ ქვეყნებს სამედიცინო დახმარებებს უგზავნის. "ჩვენ ამჟამად მსოფლიო ლიდერი ვართ ჰუმანიტარული დახმარებების აღმოჩენით და ამ პოზიციას შევინარჩუნებთ კორონავირუსის გავრცელების მთელს პროცესში", წერს ქალინი

Sabah-ის მიხედვით, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა გუშინ, საზოგადოებას ახალი, ბორის დამატებით წარმოებული ადგილობრივი სადეზინფექციო საშუალება, "ბორელი" გააცნო. მისი თქმით, ამ სადეზინფექციო საშუალებას, რომელიც მსგავს პროდუქტებთან შედარებით უფრო იაფი იქნება, დღეიდან გამოიტანენ სავაჭრო ქსელებში

“ბაქომ მადლობა გადაუხადა ანკარას“, ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ,  კორონავირუსის წინააღმდეგ ბაქოსათვის გაწეული მხარდაჭერისა და ამ მიზნით ანკარის სიმბოლოდ ქცეულ ათაქულეს ანძაზე აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშის ფერებზე განათების გამო, დიდი მადლობა გადაუხადა თურქეთს

Yeni Şafak-ი, სპორტულ გვერდზე  ფეხბურთის მოყვარულებს და გალათასარაის ფანებს სასიხარულო ინფომაციას აწვდის. მისი მიხედვით, კოვიდ-19 ვირუსით ინფიცირებული გალათასარაის ტექნიკური მწვრთნელი ფატიჰ თერიმი მთლიანად გამოჯანმრთელდა და ინსტაგრამზე პირდაპირ ეთერში საუბრისას, თქვა, რომ მას სურს   კორონავირუსის დაავადებაში პლაზმური მკურნალობისთვის დონორი გახდეს



მსგავსი ინფორმაციები