თურქული პრესა 14.04.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1397617
თურქული პრესა 14.04.2020

 

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის კომენდანტის საათთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ვიდეოკონფერენციით გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შედეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ თურქეთის 31 პროვინციაში 2-დღიანი კომენდანტის საათი  მიმინარე კვირის ბოლოსაც გამოცხადდება. კომენდანტის საათი პარასკევს 24:00 საათიდან დაიწყება და კვირას 24:00 საათზე დასრულდება.

გაზეთ  „Star“-ის ინფორმაციით, საქარიის უნივერსიტეტმა (SAU) და ერთ-ერთმა ადგილობრივმა კომპანიამ   შეიმუშავეს ადგილობრივი ტესტები, რომელიც  ახალი ტიპის კორონავირუსის დასადგენად,  იტალიაში, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში დამზადებულ ტესტებთან შედარებით  უფრო საიმედოა.  

„თურქეთის მკაცრი პასუხი საბერძნეთს“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ  „Habertürk“-ში და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ, საბერძნეთის მიგრაციის მინისტრის 18 მარტის მემორანდუმის არ აღსრულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას მკაცრად უპასუხა და აღნიშნა: „საბერძნეთის მიგრაციის მინისტრის, კოვიდ-19-ის ეპიდემიის მიზეზით იმის თაობაზე, რომ თითქოს და 18 მარტის მემორანუმი არ შესრულდა, მათ ქვეყანაში მიგრანტების წინააღმდეგ ჩადენილი  დანაშაულების დაფარვისთვის საკმარისი ვერ გახდება“.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ოფისმა, თურქეთის საავტომობილო დიზაინის ინტერიერის  და ექსტერიერის  საინიციატივო  ჯგუფს  ადგილობრივი წარმოების ელექტრონული ავტომობილის, TOGG-ის დიზაინი 5 წლით დაარეგისტრირა. ამით, მესამე პირის ან კომპანიის მხრიდან დიზაინის გამოყენებაზე  ხელი იქნა შეშლილი.

გაზეთი „Yeni Şafak“-ის მიხედვით,  უძრავი ქონების საზღვარგარეთ  განვითარების ასოციაციაციამ, ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს შესთავაზა ინიციატივა, რომ უძრავი ქონების საზღვარგარეთ ასოციაციის ოფისების წარმომადგენლობები  გაიხსნას  სხვადასხვა ქვეყნებში,  რომლებიც  უცხოელების თურქეთში ინვესტიციების დაბანდებაში შეუწყობს ხელს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები