თურქული პრესა 12.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1376881
თურქული პრესა 12.03.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ სამართლიანობის და განვითარების პარტიის ჯგუფის შეხვედრაზე, თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) პირველი შემთხვევა დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ ევროპიდან ჩამოსულ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა და რომ ამ ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მისი მკურნალობა გრძელდება, ასევე ხდება მისი ოჯახისა და ახლო წრის მონიტორინგი.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ სირიის იდლიბის რეგიონში არსებულ ბოლო ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა: ”მიმდინარეობს სამუშაოები რათა ცეცხლის შეწყვეტა მუდმივი გახდეს.“

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა იდლიბში რუსეთთან მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა: "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა მუდმივი იქნება. ჩვენ ვცდილობთ ამის გაკეთებას. ამის შემდეგ მოლაპარაკებების დადებითად გასაგრძელებლად ყველაფერს ვაკეთებთ რაც გვევალება და ველით, რომ რუსული მხარე დაპირებებს შეასრულებს."- წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“.

გაზეთ „საბაჰ“-ში მოყვანილია კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფაჰრეთინ ალთუნის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) ეპიდემიის საკითხზე თურქეთში მეცნიერები და მკვლევარები უწყვეტად მუშაობენ. ”დროა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთად იმოქმედოს ამ საფრთხის მოსაგვარებლად”- აღნიშნა ალთუნმა.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, თურქული საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიის (TUSAŞ) გენერალური დირექორტის მოადგილემ სელმან ნასმა განაცხადა, რომ თურქეთის პირველი ადგილობრივი წარმოების თანამგზავრის Turksat 6A-ს საინჟინრო მოდელის წარმოების და ინტეგრაციის საქმიანობა დიდწილად დასრულდა და თანამგზავრის საფრენი მოდელის ინტეგრაცია დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები