თურქული პრესა 09.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1374548
თურქული პრესა 09.03.2020

     

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, გუშინ სიტყვით გამოვიდა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიაზე და განაცხადა, რომ ევროპაში გადასვლის მსურველებისთვის მათ საზღვრები გახსნეს და ანალოგიურ ქმედება მოითხოვა საბერძნეთისგანაც. “ჩვენ საზღვრები გავხსენით, შენც გახსენი,  რათა მიგრანტები ევროპის სხვა ქვეყნებში გადავიდნენ. ჩვენ, ჯერ კიდევ ადრე გავაფრთხილეთ ევროპელები, რომ თუ ფინასურად არ დაგვეხმარებოდნენ, კარებებს გავაღებდით, ევროკავშირმა დანაპირები არ შეასრულა და ჩვენც ასე მოვიქეცით. ჩვენ, სირიელ დევნილთა ტვირთის სამართლიანი გადანაწილება გვინდა. ამჟამად ჩვენს ქვეყანას 3,5 მილიონი მიგრანტი აფარებს თავს და კიდევ 1,5 მილიონი საზღვრებზეა მომდგარი. საბერძნეთის მხრიდან ემიგრანტებისადმი დამოკიდებულება, არაადამიანური ქმედებაა. ხვალ, ბელგიაში მივდივარ და ვიმედოვნებ, რომ სასურველი შედეგებით დავბრუნდები“, აღნიშნა ერდოღანმა

თურქეთის ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ, სამაგალითო გახდა მთელი მსოფლიოსათვის, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი და მასში ვკითხულობთ:  ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid 19) წინააღმდეგ თურქეთის მიერ წარმოებულ წარმატებულ ბრძოლას ახლოდან და ყურადღებით აკვირდება მრავალი ქვეყანა რა, ისინი საელჩოების ან ჯანდაცვის სამინისტროების მეშვეობით უკავშირდებიან ანკარას და ითხოვენ ამ საკითხში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას. ასეთ ქვეყნებს შორის არიან აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ირანი და ა.შ. სულ  26 ქვეყანა, რომლებიც ამასთან ერთად სამედიცინო მასალებით დახმარებას და აქტიურ თანამშრომლობასაც სთავაზობენ თურქეთს

Sabah-ი იტყობინება, რომ დასასრულს მიუახლოვდა სტამბოლში გალათაპორტის ნავსადგურის პროექტის მშენებლობა, რომელიც სპეციალურად  საკრუიზო გემებისთვის იქნება განკუთვნილი და პირველ ასეთ გემს იგი აპრილის თვეში მიიღებს. ამ პორტის მთლიანად ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ, საკრუიზო გემები სტამბოლში,  წელიწადში 1,5 მილიონზე მეტ უცხოელ ტურისტს ჩამოიყვანენ

Haber Türk-ის ეკონომიკური მიმომხილველი სტამბოლის ახალი აეროპორტის მუშაობას აანალიზებს და წერს, რომ მარტო ზამთრის პერიოდში, ე.ი. დეკემბრის, იანვრის და თებერვლის თვეებში, სულ 15 მილიონზე მეტმა ადგილობრივმა და უცხოელმა მგზავრმა ისარგებლა ამ აეროპორტით. ამავე სტატიით, ხსენებული 3 თვის პერიოდში  77 ათასზე მეტი საერთაშორისო  და 24 ათასზე მეტი შიდა ფრენები განხორციელდა

Vatan-ის კორესპონდენტი ედირნეს საბერძნეთთან მოქმედ კაფიქულეს საბაჟო გამშვები პუნქტიდან იუწყება, რომ ევროპაში გადასვლის მსურველ დევნილთა ბავშვებს, რომლებიც უკვე ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან, თურქმა სამედიცინო პერსონალმა, წითელას და პოლიოს საწინააღმდეგო აცრები გაუკეთა



მსგავსი ინფორმაციები