თურქული პრესა 05.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1372508
თურქული პრესა 05.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე მკაცრად გააკრიტიკა საბერძნეთი და ევროკავშირი. "აქვე ახლავე დევნილთა შედინების დროს ევროკავშირი ამბობს, რომ 350 + 350 მილიონი ევროს ფულად დახმარებას გაუწევს, ამასთან ერთად ამბობს " ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგზავნოთ კატარღები იარაღი სამხედროები ". კი მაგრამ 10 წელია 4  მილიონი დევნილის შემფარაბელ თურქეთს ასეთი დახმარება გაუწიეთ? იმიტომ რომ ამბივალენტურად იქცევიან. მათ მხოლოდ ერთი სახე არ აქვთ, სამწუხაროდ, რამდენიმე სახე აქვთ. გულწრფელად მოიქეცით.“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს განუცხადა, რომ დროა ევროკავშირმა არარეგულარულ მიგრანტებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღოს. ჩავუშოღლუმ ასევე დასძინა, რომ ევროკავშირმა თურქეთისათვის ლტოლვილებთან დაკავშირებით დაპირებები არ შეასრულა და თურქეთი ამ ტვირთს უკვე მარტო არ აიღებს.

გერმანული ჟურნალის „დერ შპიგელი“-ს ჟურნალისტი მაქსიმილიან პოპი აცხადებს, რომ „დევნილების ტკივილის შემსუბუქების ერთადერთი გზა ევროკავშირის მიერ იდლიბში ერდოღანის მხარდაჭერაა“- წერს გაზეთი „სტარი“.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაწყებული ოპერაციის „გაზაფხულის ფარი“-სთვის მხარდაჭერის მსურლველმა ჰათაის რეიჰანლის რაიონის სირიის საზღვარზე მდებარე ჯუდეიდეს უბნის მაცხოვრებლებმა ჯუდეიდეს მაღალ ბორცვზე 6 ათასი მოსაპირკეთებელი ქვისგან გიგანტური თურქეთის დროშა გააკეთეს.

და ბოლოს, გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გებზეს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის ენერგეტიკის სისტემების მიმართულების დოქტორმა ერჯან ოზდემირმა, კორეის მოწინავე ტექნოლოგიისა და მეცნიერების ინსტიტუტის მკვლევარებთან თანამშრომლობით შექმნა კატალიზატორი, რომელსაც შეუძლია სათბურის გაზების გადაქცევა სინთეზურ თხევად საწვავად.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები