თურქული პრესა 25.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1365822
თურქული პრესა 25.02.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელიც ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული ლეგიტიმური  მთავრობის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მუჰამმედ ეთ-თაჰირ სეიიალემ განაცხადა, რომ თურქეთი მათი ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლში, სამოქალაქოების დაცვის მიზნით იმყოფება. მისივე თქმით, თურქეთის გარეშე მათ მიერ ამჟამად კონტროლირებად ტერიტორიების გაკონტროლებაც კი შეუძლებელი იქნებოდა რა, თურქეთის,  ლიბიაში ყოფნა, სიტუაციას აბალანსებს. 

„ტურიზმის სფეროში 2020 წელი რეკორდით დაიწყო“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთმა, 2019 წელი ტურიზმის სფეროში რეკორდით დაასრულა და ახლა 2020 წელსაც ახალი რეკორდით იწყებს. თურქეთს მიმდინარე წლის პირველ თვეში 1 მილიონ 787 ათას 435 უცხოელი ტურისტი ეწვია. ეს ციფრი კი გასული წილის ამავე პერიოდთან შედარებით 16.11%-ით მეტია.

გაზეთი „Hürriyet“-ის მიხედვით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა  გიუნტერ იჰლაუმ განაცხადა, რომ თურქეთმა  ბოლო 20 წლის განმავლობაში ტურიზმის სფეროში სერიოზული წინსვლა განიცადა. მისივე თქმით, თურქეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მომდევნო წლებში ამ სფეროში უფრო მეტ წინსვლას მიაღწევს.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ  ტანსაცმლის ბრენდ Primark-ის მფლობელმა ჯონ ბეისონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ჩინეთიდან ექსპორტირებული ტანსაცმლის ალტერნატივის,  სხვა ქვეყნებიდან ერთად თურქეთიდანაც შევსებას აპირებენ რა, ამისათვის შესაბამის მოლაპარაკებების წარმოება უკვე დაიწყეს.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ კორონავირუსის გამოსავალი შესაძლოა თურქეთში იქნას აღმოჩენილი. თურქმა მეცნიერმა პროფესორმა იბრაჰიმ ბენთერმა განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ACE2 - ანგიოტენზინის - (1-7) სისტემით შესაძლებელია კორონავირუსის (Kovid-19) წინააღმდეგ გამოსავალი იპოვნოს. მისივე თქმით,  ამ პნევმონიის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური მეთოდი ამჟამად ეს ჩანს. პროფესორმა ასევე აღნიშნა, რომ შესაბამის სამუშაოებს აგრძელებს  და ზუსტ შედეგებს უახლოეს ხანებში გამოაქვეყნებს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები