თურქული პრესა 13.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1339549
თურქული პრესა 13.01.2020

                                               

       

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა გუშინ, სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლის ოფისში მიიღო გაეროს მხრიდან აღიარებული ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის პრემიერ-მინისტრი ფაიზ ეს სარაჯი და განიხილეს  ლიბიის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები.

Vatan-ი, თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, იბრაჰიმ ქალინის მიერ გუშინ საღამოს სოციალურ ქსელ ტვიტტერის საშუალებით გავრცელებულ განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლიბიასა და სირიის ქალაქ იდლიბში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღება, თურქეთის მიერ წარმოებული სამშვიდობო დიპლომატიის კონკრეტული შედეგებია. ”დიპლომატია არის გარკვეული პროცესების სწორად მართვის პოლიტიკა. ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური მცდელობების მიზანია,  უზრუნველყოს როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მთელი რეგიონის მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა,” აღნიშნავს ქალინი, წერს გაზეთი ვათანი

Yeni Şafak-ი იუწყება, რომ გუშინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ ტელეფონით დაუკავშირდა თავის იტალიელ კოლეგა  ლუიჯი დი მაიოს და განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ლიბიაში განვითარებული ბოლო მოვლენები.

"სტამბოლის აეროპორტში დაიწყო ძილის კაბინეტის მომსახურება", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: სტამბოლის ახალ აეროპორტში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე უდიდესს წარმოადგენს, ისევე როგორც საზღვარგარეთის მრავალ აეროპორტში, ე.წ. “საძინებლის სალონის“ მომსახურება დაიწყო. სტამბოლის აეროპორტის ოპერატორმა IGA–მ, უცხოელი მგზავრების კომფორტის გასაზრდელად და უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო ტერმინალის განყოფილებაში “IGA Sleepod“–ის ძილის კაფსულის მომსახურება დაიწყო და ამ კაფსულის დაქირავება საერთაშორისო მგზავრებისთვის საათში 9 ევრო დაჯდება

Star-ი ეკონომიკურ გვერდზე იუწყება, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდი ქალაქების, გაზიანთეპ-ოსმანიე-ადანას დამაკავშირებელი მაღალსიჩქარიანი მატარებლის გვირაბის ფარგლებში, რომელიც თოროსის მაღალმთიანეთში გადის და სიგრძე 9 ათასი 800 მეტრია, სამუშაოების უმეტესობა ფაქტიურად უკვე დასრულდა. “თურქეთის ყველაზე გრძელი ეს ცალმხრივი სარკინიგზო  გვირაბი, 5 საათისა და 20 წუთის სავალ გზას 1,5 საათამდე დაიყვანს“, წერს სტარი

 



მსგავსი ინფორმაციები