თურქული პრესა 10.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1338285
თურქული პრესა 10.01.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ლიბიაში სამხედროების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით ერს, ერთად დგომა ესაჭიროება. „ლიბიაში სამხედროების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით ერის, ერთად დგომაა საჭირო. იმედს გამოვთქვამ, რომ ღმერთის წყალობით ამ საკითხშიც მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწევთ. წარმატების მიღწევამდე, ჩვენ დგომა და შეყოვნება არ შეგვეფერება და არც ვაპირებთ ამას“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

გაზეთი „Vatan“-ი მევლუთ ჩავუშოღლუს ერაყთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ერაყს ამ რთულ პერიოდში მარტოდ არ დატოვებენ და არსებული პრობლემების გადალახვაში გვერდში დაუდგებიან. მან ამის შესახებ საგანგებოდ ჩასულ ერაყში თავის ერაყელ  კოლეგა, ალი ალ-ჰაკიმთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

გაზეთი „Hürriyet“-ი ეკონომიკურ გვერდზე ბერათ ალბაირაქის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ:  ხაზინის და ფინანსთა მინისტრმა  ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი  2019 წელს მოსალოდნელზე მაღლად დაფიქსირდა. მისივე თქმით, 2020 წელს უფრო უკეთეს შედეგს ელოდებიან რა, ამისათვის შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადებიან.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ იზმირის ქინიკის რაიონში 250 მილიონი ტონა ქვანახშირის საბადო იქნა აღმოჩენილი. აღნიშნული საბადოდან ქვანახშირის ამოღება რამდენიმე თვეში დაიწყება.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთმა,  ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სხვადასხვა მიზეზების  გამო  აქლემების მასიურ დახოცვას გამოეხმაურა და შეშფოთება გამოთქვა. საკითხთან დაკავშირებით სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ხანძრის შედეგად ადამიანებმა სიცოცხლე დაკარგეს, ცხოველები და მცენარეები განადგურდნენ. ამ ტკივილის აქლემების მასიური ხოცვით გადაფარვა, არასწორი და უხეში ქმედებაა“.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები