თურქული პრესა 06.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1335283
თურქული პრესა 06.01.2020

     

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა გუშინ საღამოს მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი კერძო სატელევიზიო არხის პოლიტიკურ პროგრამაში და შეეხო რა ირანელი გენერლის ამერიკის მხრიდან ბაღდადში მკვლელობას და ამის გამო ორ ქვეყენას შორის დაძაბულობის გაზრდას, ორივე მხარეს გონივრულობისკენ და სიტუაციის განმუხტვისაკენ მოუწოდათ. “სანამ გვიანი არ არის და სანამ ორივე მხარე არ დაზარალებულა, მანამდე ეს დაძაბულობა კონტროლ ქვეშ უნდა იქნას აყვანილი,” განაცხადა ერდოღანმა, წერს ჰურრიეთი

Sabah-ი იტყობინება, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ თავის ყატარელ კოლეგა შეიხ მუჰამედ ბინ აბდურჰმან ალ სანის ტელეფონით ესაუბრა. დიპლომატიური წყაროების თანახმად, ორმა მინისტრმა განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ირანის რევოლუციური გვარდიის, იერუსალიმის ძალების მეთაურის, გენერალ ქასიმ სულეიმანის მკვლელობისა და მის კონტექსტში აშშ-ირან შორის გაზრდილი დაძაბულობის საკითხები

“მკაცრად ვგმობთ ტრიპოლის თავდასხმას“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Vatan-ში და მასში ვკითხულობთ: ანკარამ მკაცრად დაგმო ლიბიის ოპოზიციონერი გენერლის, ჰაფთერის ძალების მიერ დედაქალაქ ტრიპოლში მოქმედ   სამხედრო აკადემიაზე თავდასხმა, რასაც ათობით კურსანტის დაღუპვა მოჰყვა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: "ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმას ტრიპოლის ქვეითთა სამხედრო აკადემიაზე. კურსანტების დაღუპვის გამო სამძიმარს ვუცხადებთ ლიბიელ ხალხს, ხოლო დაჭრილებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ."

Star-ის მიხედვით, თურქი ჯარების მიერ ქურთული ტერ ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, რამაც სეპარატისტებს შორის დიდი პანიკა გამოიწვია და ამიტომ ზოგიერთი სეპარატისტი დანებებას ამჯობინებს. ასე მაგალითად, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ გუშინ, ჩრდილოეთ სირიაში მოქმედი ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK/YPG-ს წევრი კიდევ 2 სეპარატისტი თურქეთში გამოიქცა და ისინი გაზიანთების ოლქის სურუჩის რაიონში თურქ ძალოვანებს იარაღიანად ჩაბარდნენ

Yeni Şafak-ის ეკონომიკური მიმომხილველი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის ევროპულ ნაწილში მდებარე ოლქის, ედირნეს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტ რეჯეფ ზიპკინკურტთან, რომლის თქმითაც 2019  წელი ნაყოფიერად დაასრულეს, რადგან,  გასულ წელს მთლიანობაში  ბულგარეთიდან და საბერძნეთიდან 2,8 მილიონი ტურისტი შემოვიდა, რომლებმაც 270 მილიონი ევროს ოდენობის თურქული პროდუქტი და საქონელი იყიდეს, რამაც  ხელი შეუწყო რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. “წელს ჩვენი მიზანია 5 მილიონი ბერძენი და ბულგარელი ტურისტის მასპინძლობა," იმედიანად განაცხადა ედირნეს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ზიპკინკურტმა, წერს იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი



მსგავსი ინფორმაციები