თურქული პრესა 30.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1331656
თურქული პრესა 30.12.2019

                                              

      

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა, გუშინ საღამოს მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი კერძო სატელევიზიო არხის პოლიტიკურ პროგრამაში და შეეხო რა ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს, თქვა, რომ ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობასა და მეამბოხე გენერალ ჰაფტერის ძალებს შორის ადრე გაფორმებული შეთანხმება ჰაფტერმა დაარღვია. ”თუ ვინმე ჰაფტერს წინსვლის შეჩერებას არ მოსთხოვს, მაშინ, ლიბიაც სირიას დაემსგავსება. მსოფლიოს თვალწინ მეამბოხე ჰაფტერს იარაღის დახმარებას უწევს მთელი დასავლეთი და ამაზე ხმას არავინ იღებს. იანვარში, ლიბიის საკითხზე გერმანიაში სამიტია დაგეგმილი. თუ ჰაფტერი გააგრძელებს შეტევებს, მაშინ, ბერლინში შეკრებას და სამიტის ჩატარებას აღარავითარი აზრი აღარ ექნება,” აღნიშნა ქალინმა, წერს ვათანი

Sabah-ი იუწყება, რომ თურქეთის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი და თურქული ჯარების სხვა მეთაურები გუშინ, სირიასთან საზღვრის ნულოვან წერტილში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ აქ არსებულ ვითარებას. თურქ სამხედრო პერსონალთან საუბრისას აქარი, იდლიბში მიმდინარე შეტაკებებს შეეხო და თქვა, რომ ამ ქალაქში მოქმედ 12 თურქულ საკონტროლო გამშვებ პუნქტს ჯერ ჯერობით არ დასტოვებენ და არ დაცლიან, რის შესახებაც უკვე განკარგულება გაცემული აქვთ. “თუ ამ პუნქტებზე რაიმე თავდასხმა განხორციელდა, მყისიერი ადეკვატური პასუხი გაეცემა თურქი ჯარების მხრიდან“, ხაზგასმით განაცხადა თურქმა მინისტრმა, აღნიშნავს საბაჰი  

Star-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერის, ჰამი აქსოის მხრიდან გუშინ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც თურქი დიპლომატი, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ოფიციალურ მადლობას უხდის და მიესალმება ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს უცხოელი წევრის, დან ნევეის მამის, ტერორიზმისადმი მხარდაჭერის ბრალდებით დაკავება-დაპატიმრებას

“2020 წელი, თურქული უპილოტოების წელი იქნება“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვის სამინისტრო და მის დაქვემდებარებში მოქმედი სამხედრო საწარმოები უფრო და უფრო ხვეწენ მაღალგანვითარებულ ეროვნული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს და მის ფარგლებში ასობით ერთეულ Aksungur/აქსუნგურ-ის სახელწოდების უპილოტოს ახალი წლიდან სარგებლობაში გადასცემენ თურქ ჯარებს, რის შესახებაც განაცხადა სააქციო საზოგადოება თურქეთის საჰაერო და კოსმოსური მრეწველობის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თემელ კოტილმა

Haber Türk-ი კულტურის გვერდზე წერს, რომ თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთში თბილი ამინდები გრძელდება, რაც ხელს უწყობს საზაფხულო ტურისტული სეზონის გაგრძელებასაც და მის ფარგლებში გუშინ, აიდინის ოლქში მდებარე საკურორტო ქალაქ ქუშადასის პორტში ღუზა ჩამოუშვა "Celestyal Crystal / გელესტიალ კრისტალ"-ის სახელწოდების საკრუიზო გემმა, რომლის გემბანზეც 675 ბრიტანელი და ამერიკელი ტურისტია. “სანაპიროზე გადმოსულმა ტურისტებმა ანტიკურ ქალაქ ეფესისა და წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია მუზეუმს მიაშურეს, ხოლო ამის პარალელურად კი თურქული სამზარეულოს გამორჩეული საჭმელები დააგემოვნეს“, წერს ჰაბერთურქი     



მსგავსი ინფორმაციები