თურქული პრესა 16.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1323894
თურქული პრესა 16.12.2019

      

                            

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი წუხელ კერძო ტელეარხის სტუმარი იყო და პასუხი გასცა რა წამყვანების კითხვებს 1915 წლის მოვლენების ამერიკის სენატის მიერ გენოციდად აღიარების თაობაზე, თქვა, რომ ისინიც სააშკარაოზე გამოიტანენ და მსოფლიო საზოგადოებრიობას გააცნობენ დასავლეთის მიერ ჩადენილ გენოციდებს. “დღემდე შავ ლაქად რჩება ისტორიაში ამერიკელების მიერ ინდიელთა წინააღმდეგ განხორციელებული ხოცვა, ფრანგებმა დაუნდობლად დახოცეს ალჟირელები, ხოლო სენეგალელები კი მასიურად  გაყიდეს   მონებად და ჩვენ ხელთ გვაქვს ამ მასიური ხოცვა-ჟლეტების დამადასტურებელი დოკუმენტები. ჩვენ ყველაფერს განვუმარტავთ მსოფლიო საზოგადოებას და დავანახვებთ, რომ დასავლეთი არის რასიზმის და კოლონიალიზმის ისტორია”, აღნიშნა ერდოღანმა

Yeni Şafak-ი იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ლიბიასთან, ურთიერთგაგების ორ მემორანდუმს  მოაწერა ხელი და ამათგან ერთი საზღვაო იურისდიქციების შეზღუდვაა, ხოლო მეორე კი, ადრე გაფორმებული სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების განახლებული ვერსია არის. ჩავუშოღლუს თქმითვე, თუ ლიბიის ლეგიტიმური ხელისუფლება თურქეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს, მაშინ, ანკარა ამას შეაფასებს და ისე გადადგამს შესაბამის ნაბიჯს

Hürriyet-ი ინტერვიუს აქვეყნებს თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქართან, რომელმაც შეფასება მისცა რა თურქეთის მიერ რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვას და ამის გამო ამერიკის მხრიდან თურქეთის F-35 მოიერიშე თვითმფრინავის პროექტიდან იზოლირებას, თქვა, რომ თავის დროზე ამერიკამაც და დასავლეთმაც უარი უთხრეს თურქეთს პატრიოტის ტიპის რაკეტების მიყიდვაზე და ანკარაც იძულებული გახდა რუსეთისგან შეესყიდა საჰაერო თავდაცვის სისტემა და ახლაც, თუ ამერიკა არ მიჰყიდის თურქეთს მოიერიშე თვითმფრინავს, მაშინ, ისინი კვლავ სხვა ალტერნატივებს მოიძიებენ

“თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში კრიტიკულ ნაბიჯებს დგამს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: ამ დაძაბულ პერიოდში, როცა დღითიდღე მძაფრდება სიტუაცია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ანკარა ზედიზედ დგამს რეგიონში საკუთარი უსაფრთხოებისადმი მიმართულ ნაბიჯებს. ასე მაგალითად, თურქეთმა რეგიონს ჯერ საბურღი და მათი დამცველი კრეისერები გააგზავნა, შემდეგ, ლიბიასთან საზღვაო იურისდიქციის შეთანხმებას მოაწერა ხელი, ხოლო გუშინ კი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში უპილოტო საფრენი აპარატების ბაზის შექმნა დაიწყო, რომლებითაც ანკარა ხსენებული რეგიონის კონტროლს, ამ უპილოტოებით შესძლებს

Star-ი, სტამბოლში სამხრეთ კორეის გენერალური კონსულის ჯესი ჟენჟ იანგის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ თურქეთი მნიშვნელოვან ხიდს წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის, ამიტომაც, სამხრეთ კორეის მსხვილ კომპანიებს დიდი ინვესტიციების ჩადება სურთ თურქეთის ეკონომიკაში. მისივე თქმით, თურქეთში ჩამოსული სამხრეთ კორეელი ტურისტების რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება  და გასულ წელს თუ მათი რიცხვი 160 ათასს შეადგენდა, წელს ამ ციფრმა უკვე 200 ათასს გადააჭარბა



მსგავსი ინფორმაციები