თურქული პრესა 12.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1322118
თურქული პრესა 12.12.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა ნობელის პრემიასთან დაკავშირებით და აღნიშნა: „ცივილიზებული სამყაროსთვის ნობელის ამ ვამპირი ინტელექტუალების ჯგუფის წარმომადგენლისთვის მიცემა, თითქოს აჩვენებს, რომ ვამპირების საზოგადოება შეიქმნა. ნობელი ვერ იქნება შეფასებული სამართლიანი ჯილდოების გადამცემ ორგანიზაციად. მთლიანად პოლიტიზირებული ორგანიზაციაა. თქვენს მიერ მიცემული ეს ჯილდოები ვერავის დაარწმუნებს. ეს ჯილდო არ ჰგავს აზიზ სანჯარისთვის, ორჰან ფამუქისთვის გადაცემულ ჯილდოებს. ვერავის მოატყუებთ.“

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ გუშინ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა - წერს გაზეთი „საბაჰი“. მინისტრმა თქვა, რომ ლიბიის ხელშეკრულება შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან. ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ სეისმური და საბურღი სამუშაოების ლიბიასთან ერთად ჩატარება და დასძინა: ”ჩვენს კონტინენტურ შელფზე ნებართვის გარეშე ვერავინ იმუშავებს. თუ ჩვენს კონტინენტურ შელფზე უნებართვოდ შემოვლენ ამას აღვკვეთავთ.“

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ S-400 საჰაერო სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე უარს არ იტყვიან. "როგორი გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, როდესაც ეს სისტემა არსებობს, ჩვენ ამაზე უნდა გავაკეთოთ ყურადღების კონცენტრირება" - აღნიშნა აქარმა. მისივე თქმით, პერსონალის გადამზადების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება და სისტემა 2020 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება.

გაზეთი „სტარი“-ს მიხედვით, მანქანათმწარმოებლების ასოციაციის (MİB) გენერალურმა მდივანმა სეფა სადიქ აითექინმა განაცხადა, რომ ისინი გასულ წელთან შედარებით მანქანათწარმოების სექტორის ექსპორტის 10 პროცენტიან ზრდას ელიან. აითექინმა აღნიშნა: ”ჩვენ წელს 18,5 მილიარდ დოლარს მივაღწევთ. ზრდა გასულ წელთან შედარებით თითქმის 10%-ია.“

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2019 წლის ოქტომბრის გადახდების ბალანსის მონაცემები გამოაქვეყნა. მიმდინარე ანგარიშის სიჭარბე ოქტომბერში 1 მილიარდ 549 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო 12 თვიანი მიმდინარე ანგარიშის სიჭარბე კი 4 მილიარდ 336 მილიონი აშშ დოლარი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები