თურქული პრესა 28.11.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1313865
თურქული პრესა 28.11.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს სირიის განშტოება YPG/PYD-სთვის გაწეულმა მხარდაჭერამ  NATO-ში კრიზისი გამოიწვია. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელისუფლების მიერ PKK/YPG/PYD-ის თურქეთის მიმართ საფრთხის ამღიარებელი NATO-ს გეგმის გაპროტესტების გამო ანკარამ კავშირის ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის მიმართ უსაფრთხოების გეგმას მხარი არ დაუჭირა.

გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია კომპანია „გეოპოლიტიკური მომავლის“ დამაარსებლის და პრეზიდენტის მეცნიერის ჯორჯ ფრიდმანი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთმა 10 წლის განმავლობაში დიდი ძალა შეიძინა. ფრიდმანი აღნიშნავს: "10 წლის წინ რომ ეთქვათ, რომ თურქეთი, აშშ და რუსეთი ერთ მაგიდასთან დაჯდება და თანაბარი ძალა ექნება, არ დავეთანხმებოდით. 10 წლის შემდეგ განსხვავებული თურქეთის წინაშე აღმოვჩნდით. თურქეთი ახლა უზრუნველყოფს თავისი საზღვრების უსაფრთხოებას და ირჩევს პოტენციური მოკავშირეებს.“

ხაზინის და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა განაცხადა: ”ცენტრალური ბანკი და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბანკები ყველაზე დიდ მოგებას გამოაცხადებენ თავის ისტორიაში” - წერს გაზეთი „ვათანი“. "მეოთხე კვარტლის სიგნალები დადებით სურათს გვთავაზობს. მეოთხე კვარტალში მოლოდინებზე მეტად 4-5 პროცენტით გავიზრდებით... 2019 წელში 84 ტონა ოქროს ექსპორტი განვახორციელეთ“ - აღნიშნა ბერათ ალბაირაქმა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სარეიტინგო სააგენტოების პროგნოზით თურქეთი 2019 წელს დადებითი ზრდით დაასრულებს. წარმოების ინდუსტრიის შესაძლებლობების გამოყენების დონის, რეალური სექტორის ნდობის ინდექსის და მომხმარებელთა ნდობის ინდექსის მონაცემები მიუთითებს პოზიტიური ზრდის სიგნალებზე. პროგნოზების მიხედვით, თურქეთის ეკონომიკა 2020 წელში 3,5%-ით გაიზრდება.

და ბოლოს, გაზეთი "ჰურიეთი"-ს თანახმად, მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალმა National Geographic-მა მკითხველებისთვის შექმნა სია "ყველაზე საინტერესო ადგილები, რომლებიც 2020 წელს უნდა მოინახულოთ". ჩამონათვალში თურქეთიდან შესულია შანლიურფაში მდებარე გობექლითეფე. გობექლითეფე არის მსოფლიოს უძველესი ტაძარი, რომელიც თავდაპირველი ფირმით არის დღემდე შემორჩენილი. იგი ისტორიის არენაზე რევოლუციურ აღმოჩენად ითვლება. გობექლითეფე იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები