თურქული პრესა 26.11.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1312518
თურქული პრესა 26.11.2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გუშინ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი,  თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული პარტნიორობის პირველ შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად ამ ქვეყანაში ჩავიდა. მხარეებს შორის გამართული შეხვედროს შემდეგ ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ სირიაში ტერორის დასამარცხებლად, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლადა, კვიპროსის და პალესტინის საკითხის მოსაგვარებლად ერთობლივად იმოქმედებენ.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, 2020 წლის იანვრის დასაწყისში თურქეთში ჩამოვა. კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინს თურქეთში 2020 წლის იანვრის პირველ ნახევარში ელოდებიან და იგი აქ მონაწილეობას მიიღებს ე.წ. „თურქული ნაკადის“  სახელწოდების გაზსადენის  გახსნის ცერემონიაში.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ მთლიანად ადგილობრივი წარმოების პროგრამა სახელწოდებით „MARTI“ 2022 წლისთვის დაიწყებს სრულ ფუნქციონირებას. აღნიშნული პროგრამა თვითმფრინავებზე, უპილოტო საფრენ აპარატებზე და შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატებზე იქნება გამოყენებული. ამჟამად თურქეთი ხსენებულ სფეროებში პროგრამებს ერთ-ერთი ფრანგული კომპანიიდან ყიდულობს.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ საწარმო ინდუსტრიის მაჩვენებელი თურქეთში მიმდინარე თვეში, წინა თვესთან შედარებით 0,8%-ით გაიზარდა რა, წლიურმა  მაჩვენებელმა  77,2%-ს მიაღწია.

გაზეთ „Yeni Şafak“-ის მიხედვით, თურქული პროდუქციის მოთხოვნა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ყოველდღიურად იზრდება. ამ თვალსაზრისით ჩინეთში,  თხილის შემდეგ ქიშმიშის ექსპორტიც საგრძნობლად გაიზარდა.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები