თურქული პრესა 22.11.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1310727
თურქული პრესა 22.11.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, გუშინ ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-სთან დაკავშირებით განაცხადა: "145 კილომეტრის სიგრძის, 30 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხო ზონა იქნა უზრუნველყოფილი. ოპერაციის რეგიონის აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან პროვოკაციები გრძელდება. ოპერაციის ფარგლებში 4 ათას 2019 კვადრატულ კილომეტრის ტერიტორიაზე და 600 დასახლებული პუნქტზე კონტროლი იქნა დამყარებული.“

გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, თურქეთმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიჩოტაკისის მიერ თურქეთის შესახებ ფაქტების დამახინჯებით გაკეთებულ განცხადებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბერძნეთის მთავრობას მოუწოდა გამოსწორებული იქნას არაადამიანური პირობები, რომელშიც ემიგრანტები იმყოფებიან და რომელიც ასევე დაფიქსირებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და თავიდან აიცილონ მიგრანტების, მიგრანტი ბავშვების და ჩვილების, რომლებიც ვერ იღებენ საჭირო დახმარებას, ცუდი პირობების გამო დაღუპვა.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სოფლის მეურნეობის მიღებული პროდუქციით მსოფლიოში მეშვიდე, ევეროპაში კი მეხუთე ადგილზეა - წერს გაზეთი „საბაჰი“. ერდოღანმა გუშინ ბეშთეფეს ეროვნული კონგრესის და კულტურის ცენტრში გამართულ რიგით მესამე  თურქეთის სოფლის მეურნეობის და სატყეო კონგრესზე სიტყვით გამოვლისას განაცხადა: „თხილის, ალუბალის, გარგარის და კომშის წარმოებაში მსოფლიო ლიდერები ვართ. მსოფლიოს 195 სხვადასხვა ქვეყანაში ათას 690 სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ექსპორტზე გაგვაქვს.“

„ჰურიეთი“-ს თანახმად, თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციამ ნოემბრის თვის სამომხმარებლო ნდობის ინდექსი გამოაქვეყნა. ნოემბრის თვეში სამომხმარებლო ნდობის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა და 59.9-ს მიაღწია.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, იანვარ-ოქტომბრის მონაკვეთში თურქული თაფლის მთელს მსოფლიოში ექსპორტით 18 მილიონ 406 ათას 57 დოლარი შემოსავალი იქნა მიღებული. თურქეთის თაფლის საექსპორტო ბაზრის პირველ ადგილზე მყოფ გერმანიაში აღნიშნულ პერიოდში 5 მილიონ 722 ათას 981 დოლარის ღირებულების 1461 ტონა თაფლი გაიყიდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები