თურქული პრესა 18.11.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1308314
თურქული პრესა 18.11.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის ჩრდილოეთში მდებარე ელ ბაბის რაიონში გუშინ წინ დანაღმული ავტომობილით ტერაქტის მომწყობი PKK/YPG-ელი ტერორისტები, რომელთა ტერაქტის შედეგად 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მინიმუმ 30 დაშავდა, ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ოპერაციით დაკავებული იქნა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, კომუნიკაციების სამმართველოს მიერ მომზადებული ფილმი „თურქეთში მცხოვრები უცხოელები“, სადაც შვიდი უცხოელი საკუთარ ენაზე მოგვითხროს თურქეთზე, მსოფლიოს მასშტაბით სოციალური ქსელებით და ციფრული პლატფორმით გავრცელდება. ფილმში რომელიც შეიცავს პასუხს უცხოელებისათვის დასმულ კითხვაზე, 3 სიტყვა, რომელიც გახსენდება თურქეთის ხსენებაზე, საუბარია თურქეთის ისტორიულ, კულტურულ და ბუნებრივი საგანძურზე.

თურქეთითან 1 იანვრიდან 31 ოქტომბრამდე 100-ზე მეტ ქვეყანაში 251 ათასი 293 ტონა თხილი იქნა ექსპორტირებული - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. ამ ექსპორტით თურქეთმა ერთი მილიარდ 578 მილიონი დოლარი მიიღო და ყველაზე მეტი თხილი იტალიაში გაიტანეს.  

გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სტამბოლის აეროპორტმა ხელი მოაწერა შეთანხმებებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და სამხრეთ კორეის საერთაშორისო აეროპორტებთან. თურქეთს და სამხრეთ კორეასა და ჩინეთს სახალხო რესპუბლიკას შორის საავიაციო სპეციფიკური ინფორმაციის გაცვლის ხიდის შექმნის მიზნით ხელმოწერილი შეთანხმებები, სტამბოლის და აღნიშნულ აეროპორტებს შორის ორმხრივ ეფექტურ კომუნიკაციას, ინფორმაციის გაცვლას, კადრების როტაციულ სწავლებას და ერთობლივ მარკეტინგულ საქმიანობას მოიცავს.  

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ტარკანმა კონცერტი გამართა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. ევროპის ტურნეს ფარგლებში გამართულმა ტარკანის კონცერტმა მუსიკის მოყვარულთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ტარკანმა განაცხადა, რომ ვენაში ბოლოს კონცერტი 11 წლის წინ გამართა და ვენის კონცერტებმა შესანიშნავად ჩაიარა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები