თურქული პრესა 06.11.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1301016
თურქული პრესა 06.11.2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  გუშინ პარლამენტში, მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ სირიაში ე.წ. უსაფრთხო ზონიდან, რომელიც  რუსეთთან და აშშ-სთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში შეიქმნა, სეპარატისტულ ტერ-ორგანიზაცია YPG/PKK-ს ტერორისტებს  სრულად არ დაუტოვებიათ. მისივე თქმით ამ ყველაფრის წინაშე თვალს არ დახუჭავენ და საჭიროებისამებრ მოიქცევიან.

გაზეთი „Haber Türk“-ი ვიცეპრეზიდენტ ფუათ ოქტაის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა  ფუათ ოქტაიმ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის,  2018 წლის  ტერორიზმის შესახებ მომზადებული ანგარიში მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ანგარიშში  ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს და სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია,  PKK-ს სირიის განშტოება YPG-ს შესახებ არანაირი ანალიზი არ არის გაკეთებული რა,  ეს ყველაფერი მათ,  ამ ტერ-ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში ვერ დააყოვნებს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ სოჭში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სირიაში,  მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში  გუშინ,   თურქმა და რუსმა სამხედროებმა ერთობლივი პატრულირება მეორედ განახორციელეს.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ საერთაშორისოს აეროპორტების მიმომხილველთა ჟურნალმა  „მკითხველთა არჩევანი 2019“ სახელწოდების ჯილდოები გასცა, რომლის მიხედვით მთავარი ჯილდო „სტამბოლის აეროპორტს“ ერგო.

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ თურქეთის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დამაკავშირებელ ჰაბურის (შირნაქი)  სასაზღვრო გამშვებ პუნქტიდან მიმდინარე წლის 9 თვეში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით  ექსპორტი,  18%-ით გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები