თურქული პრესა 01.10.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1298507
თურქული პრესა 01.10.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის მიცემული მითითებებით სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო შეიკრიბება. ერდოღანის თქმით, იგი თვლის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა დადებით შედეგს მოუტანს არა მხოლოდ ორ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონს.

გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, თურქეთმა დაგმო საფრანგეთის მიერ ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთმა, რომელიც სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს, გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება იმედგაცრუების შედეგად მიიღო.

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა გუშინ, სირიის საზღვარზე ნულოვან წერტილში მყოფი ჯარები შეამოწმა - წერს გაზეთი „საბაჰი“. აქარმა ტელ აბიადში მყოფ ჯარისკაცებს რადიო გადამცემის საშუალებით მიმართა და განაცხადა: "თურქეთის მიერ ტერორგანიზაცია DAEŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლის არ დანახვა სრული გაგებით სიბრმავე, უვიცობა, სიჯიუტეა. აქ რაღაც არ დამთავრებულა, ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს.“

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა გუშინ მალათიის ბიზნესმენების შეხვედრის პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას აღნისნა: ”ახალი ეკონომიკის პროგრამით ჩვენს ისტორიაში ინფლაცია პირველად ჩამოვა 5 პროცენტის ქვემოთ”. ალბაირაქის განცხადებით, 2019 წელი პოზიტიური ზრდით დასრულდება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ 2009 წლის 31 ოქტომბერს ამოქმედებულმა სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელიც 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, განვლილი 10 წლის განმავლობაში 240 მილიონი მგზავრი მიიღო.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები