თურქული პრესა 30.10.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1297136
თურქული პრესა 30.10.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, 29 ოქტომბერს რესპუბლიკის დღე მთელს თურქეთში დიდი ზეიმით აღინიშნა. საზეიმო მსვლელობებში ყველა ასაკის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მასთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით ანითქაბირს ეწვივნენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ანითქაბირის ათათურქის სპეციალურ წიგნში შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: „ოპერაცია მშვიდობის წყაროთი სირიის ჩვენი საზღვრის გასწვრივ ტერორის დერეფნის შექმნის მცდელობა ჩავშალეთ და ამით მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ ჩვენი სიმტკიცე ვაჩვენეთ.“

რესპუბლიკის 96-ე წლისთავთან დაკავშირებით მოქალაქეებმა გუშინ ანითქაბირი მოინახულეს - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. 29 ოქტომბერს რესპუბლიკის დღის აღნიშვნის ფარგლებში დილით ჩატარებული ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ანითქაბირი მოქალაქეებისთვის გაიხსნა, რის შემდეგაც მის წინ შეკრებილი ათასობით ახალგაზრდა თუ მოხუცი თურქეთის დროშებით ხელში შიგნით შევიდა.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, თურქეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ მომიზეზებით თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტის მიღება მკაცრად დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტროში საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „მკაცრად ვგმობთ, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ მომიზეზებით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტის დღეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში მიღებას  დღეს.“

„საბაჰი“-ს ინფორმაციით, თურქეთმა მწვავე რეაქცია გამოხტა აშშ-ს წარმომადგენლთა პალატაში მიღებულ ეგრეთ წოდებულ სომხურ ბრალდებებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „წარმომადგენლთა პალატაში გუშინ მიღებულ (სომხურ ბრალდებებთან დაკავშირებული) გადაწყვეტილებას უარვყოფთ.“ აქვე აღნიშნულია რომ ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივი საყრდენი არ გააჩნია.

და ბოლოს, გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, თურქეთის ტურიზმის ცენტრ ანტალიაში უძრავი ქონების გაყიდვაც გაიზარდა. პროვინციაში უცხოელებზე გაყიდული ბინების რაოდენობამ წლის პირველ 9 თვეში 6 ათას 257 შეადგინა, რაც 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია. წლის ბოლომდე ამ ციფრის რეკორდულ რაოდენობა 10 ათასამდე გაზრდას ელოდებიან.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები