თურქული პრესა 28.10.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1296104
თურქული პრესა 28.10.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ტერორგანიზაცია DAEŞ-ის ლიდერის განეიტრალება, ტერორიზმის წინააღმდეგ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად წარმოებული ბრძოლის მნიშვნელოვანი გარდატეხის წერტილია. თურქეთი როგორც ადრე, ამის შემდეგაც გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლაში თავისი წვლილის შეტანას.“

კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა გუშინ Twitter-ზე გაკეთბულ განაცხადებაში აღნიშნა: ”ტერორიზმის წინააღმდეგ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად მუშაობას ყველა ფორმით ვაგრძელებთ. დადგა დრო განეიტრალებული უქნას ყველა ტერორგანიზაციის ლიდერი.“ - წერს გაზეთი „ვათანი“.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობა ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან 2009 წლის 31 ოქტომბერიდან 10 წელიწადში 240 მილიონმა მგზავრმა გამოიყენა. სტამბოლის საბიჰა გოჩენის სახელობის აეროპორტის მგზავრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და 2018 წელს იგი 34 მილიონ 58 ათას მგზავრს  მოემსახურა, 2019 წლისთვის კი ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი 36 მილიონს მიაღწევს.  

„ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, თურქეთმა მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში 80 ქვეყანაში დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ბეწვეული ექსპორტზე გაიტანა. სექტორის ექსპორტში პირველ ადგილზე 16 მილიონ 780 ათასი დოლარით სამხრეთ კორეა დგას და ამ ქვეყანაში გაყიდვებმა მთლიანი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა.

დაბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, რუმინეთში გამართულ ახალგაზრდებსა და 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში თურქეთმა 17 ოქროს, 8 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედალი მოპოვა.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები