თურქული პრესა 24.10.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1293901
თურქული პრესა 24.10.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთით დაწყებული ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შემდეგ რუსეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიღწეული ორი მნიშვნელოვანი შეთანხმებით სირიის ჩრდილოეთში 6 წლის მანძილზე შექმნილი რუკა 14 დღეში ნაგავში მოხვდა. ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან დადებული შეთანხმების შედეგად თურქეთის არენაზე არსებობამ, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG სირიის განტოლების გარეთ დატოვა.

გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომლის თანახმადაც, თურქეთთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში YPG/PKK სირიის ჩრდილოეთიდან უნდა გავიდეს. პესკოვმა აღნიშნა, თუ PKK/YPG-ს წევრი ტერორისტები არ გავლენ სირიის სასაზღვრო უსაფრთხოება და რუსეთის სამხედრო პოლიცია იძულებული გახდება გავიდეს. პესკოვის თქმით, „რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში YPG/PKK თუ არ გავა თურქეთის არმია მათ გადაუვლის.“

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთ-რუსეთის შეთანხმების შემდეგ განცხადება გააკეთა - წერს გაზეთი „ვათანი“. სტოლტენბერგმა დასძინა: „მივესალმები სირიის ჩრდილოეთით განვითარებულ მოვლენებს”. მისივე თქმით, პროცესს აკვირდებიან, სასიამოვნოა, რომ ძალადობა მცირდება და სოჭის შეთანხმება სირიაში პრობლემის გადასაჭრელად იმედის მომცემია.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MÜSİAD) თავმჯდომარემ აბდურაჰმან ქაანმა განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკა, მიუხედავად წლის დასაწყისის ნეგატიური ზრდის პროგნოზისა, პოზიტიური ზრდისკენ მიდის. მისივე თქმით, თურქეთმა სწრაფად გადალახა ვალუტის კურსის ცვლილების ზემოქმედება და ექსპორტი თანდათან იზრდება.

და ბოლოს, „ჰურიეთი“-ს ცნობით, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა აღნიშნა, რომ თურქეთი ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით მსოფლიოში 33-ე ადგილზე ავიდა. ალბაირაქმა Twitter-ით მსოფლიო ბანკის ანგარიშის შესახებ განაცხადა, რომ თურქეთი ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით 10 საფეხურით მაღლა ავიდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები