თურქული პრესა 22.10.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1292294
თურქული პრესა 22.10.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა გუშინ TRT World Forum-ზე სიტყვით გამოსვლისას ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შესახებ განაცხადა: „120 საათიანი შეჩერება გვაქვს. 120 საათის დიდი ნაწილი დასრულდა. ხვალ ვიზიტი გვაქვს რუსეთში, სოჭში. ამ ვიზიტის დროს ბატონ პუტინთან ამ პროცესს განვიხილავთ და ამის შემდეგ გადავდგამთ საჭირო ნაბიჯებს.”

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით გუშინ TRT World Forum-ის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ. თავის გამოსვლაში ჩავუშოღლუმ ოპერცაი „მშვიდობის წყაროს“-თან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული შეთანხმების ამოწურვამდე 35 საათი დარჩა და თუ ისინი 35 საათის განმავლობაში უკან არ დაიხევენ ოპერაცია განახლდება.

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან 17 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთის საკითხზე მიღწეული შეთანხმების ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დასრულდება - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. ჰულუსი აქარმა გუშინ სტამბოლში გამართულ TRT World Forum-ზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „მძიმე იარაღის შეგროვების, ტერორისტული ორგანიზაციის ყველა პოზიციის განადგურების და ყველა სხვა პირობების შესრულების შემთხვევაში, თუ გასვლაც დროულად დასრულდება, ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დასრულდება.”

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ვიცეპრეზიდენტმა ფუატ ოქთაიმ მონაწილეობა მიიღო ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი სასწავლო წლის გახსნის ცერემონიალში, სადაც სიტყვით გამოვიდა და დასძინა: "სირიის ჩრდილოეთით უსაფრთხო ზონაში დაახლოებით 2 მილიონი სირიელი დევნილია დაბრუნებას ვგეგმავთ." ოქთაის თქმით, ოპერაციების „ევფრატის ფარისა“ და „ზეთისხილის რტოს“ რეგიონების შემდეგ, სადაც ნებაყოფლობით 365 ათასი დევნილი დაბრუნდა, ახლა ევფრატის აღმოსავლეთი მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი უსაფრთხო რეგიონად აქციონ ხალხისთვის. მისი თქმით, თელ აბიადის და რასულაინის ქალაქის ცენტრებთან ერთად 65 დასახლებული პუნქტი ტერორიზმისგან გაწმინდეს და მათზე კონტროლი დაამყარეს.

და ბოლოს, „ჰურიეთი“ იუწყება, რომ ”ტურიზმის დედაქალაქმა” ანტალიამ თავის ისტორიაში პირველად მიიღო 14 მილიონი ტურისტი, რამაც სექტორის წარმომადგენლები ძალიან გაახარა. თურქეთის სასტუმროების მფლობელთა ფედერაციის (TUROFED) თავმჯდომარე, ოსმან აიქმა აღნიშნა: "მოსალოდნელი წარმატება იყო. დარჩენილ პერიოდში იგივე ტემპით გავაგრძელებთ და წლის ბოლომდე 16 მილიონამდე მივაღწევთ."


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები