თურქული პრესა 21.10.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1291544
თურქული პრესა 21.10.2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც პრეზიდენტ,  ერდოღანის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილებებს თვითონ ღებულობს და არავისგან ნებართვის აღება არ სჭირდება. მისივე თქმით, სირიაში 9 დღიანი ოპერაციის ფარგლებში 756 ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინეს რა, თუ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება არ შესრულდება, ოპერაცია ხელმეორედ  განახლდება.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ სირიის ჩრდილოეთში თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს ფარგლებში სერიოზული დარტყმის მიმღები ტერორისტები როგორც ადრე, ახლაც ცრუ ინფორმაციების გავრცელებას ცდილობს, რომლის მიხედვითაც თუთქოს და თურქეთის არმიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. მეორეს მხრივ,  თურქეთის უშიშროების სამსახურმა PKK/YPG-ს ტერორისტები ერაყიდან, სირიაში ქიმიური იარაღის გადატანის დროს  დააფიქსირა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ეროვნული თავდაცვის მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ YPG/PKK-ს ტერორისტების მიერ  გავრცელებული ცრუ ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს და თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, შეიარაღებული ძალების ინვენტარიზაციაში ქიმიური იარაღის ერთი გრამიც კი არ არსებობს.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, თურქეთი უახლოეს დღეებში ექსპო ევრაზიის მონაცემთა ცენტრის გამოფენას უმასპინძლებს. სტამბოლში 28 ნოემბრიდან - 1 დეკემბრამდის გასამართ გამოფენაში 35 ქვეყნიდან 250 ფირმა მიიღებს მონაწილეობას.

„სტამბოლი მსოფლიოს ულამაზეს ქალაქებს შორისაა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ,  „Hürriyet“-ში  და მასში ვკითხულობთ: ათასზე მეტი მოგზაურის და ტურისტული სააგენტოს მონაწილეობით ჩატარებული კვლევების მიხედვით, მსოფლიოში ულამაზესი 50 ქალაქის სია გამოქვეყნდა, რომელშიც სტამბოლი,  მე-17 ადგილზე გავიდა.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები