თურქული პრესა 16.09.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1270060
თურქული პრესა 16.09.2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კვიპროსის ბერძნული მხარის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს და თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტ მუსტაფა აქინჯს შორის უთანხმოებაა, მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი აქინჯის მთავრობასთან და ყველა პარტიასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ რა, კვიპროსში ორ სახელმწიფოებრივი ფორმატის ფარგლებში პრობლემის მოგვარებისთვის მზად არიან.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, ისრაელის პრემიერის იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ერთი ნაწილის ანექსიასთან დაკავშირებით დაპირება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს   ამ დაპირებით მხოლოდ არჩევნებში მეტი ხმის მიღება სურს.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ სტამბოლის აეროპორტის საოპერატოროს (İGA) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით სტამბოლის აეროპორტმა შიდა და საზღვარგარეთული რეისების ფარგლებში  68 მილიონ 448 ათას 359 მგზავრი მიიღო.  

გაზეთ  „Hürriyet“-ის მიხედვით, მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა განაცხადა, რომ საწარმოს კაპიტალის მხარდაჭერის პროგრამისთვის 5 ფონდთან პროტოკოლის გაფორმების პროცესი დაიწყო, რომელიც 1,1 მილიარდ ლირას შეადგენს. მისივე თქმით,  პროექტის ფარგლებში  ქვეყანაში ტექნოლოგიის სფეროში მრავალი სიახლის დანერგვა  იგეგმება.

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ კონიის ტექნიკური უნივერსიტეტის  და ნეჯმეთთინ ერბაქანის უნივერსიტეტის აკადემიკოსების მხარდაჭერით ერთ-ერთმა წნეხის ფირმამ თვითმფრინავის, რაკეტის და ავტომობილის ლითონის ნაწილები დაამზადეს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს, რადგან აღნიშნული ნაწილების წარმოება უფრო იაფი ჯდება და სახელმწიფოს ხარჯებიდან უფრო ნაკლები თანხა იხარჯება.

 

 

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები