თურქული პრესა 09.09.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1265844
თურქული პრესა 09.09.2019

       

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც,  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ, თავის ირანელ კოლეგა მუჰამედ ჯევად ზარიფის ტელეფონით ესაუბრა და ძირითადად განიხილეს ასტანის შეთანხმების მიმდინარეობა და სირიის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა

"აგვისტოში ავტომობილების ექსპორტი 8 პროცენტით გაიზარდა", ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Haber Türk-ი და მასში ვკითხულობთ: თურქული საავტომობილო მრეწველობის ექსპორტი აგვისტოში,  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 პროცენტით გაიზარდა და მთლიანობაში ამ 1 თვეში  1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილი იქნა გატანილი ექსპორტში. “ამრიგად, საავტომობილო სექტორმა,  აგვისტოს თვეში, თავის ისტორიაში ყველაზე მაღალ ექსპორტის მაჩვენებელს მიაღწია“, ხაზს უსვამს ჰაბერთურქი

Yeni Şafak-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთის საჰაერო ფლოტმა პირდაპირი ფრენები დაიწყო მექსიკასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მოიმატა როგორც ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ, ასევე ამ ქვეყნებში თურქი ინვესტორების მხრიდან ჩადებულმა ინვესტიციებმაც. “ასე მაგალითად, ამ პირდაპირი ფრენების შემდეგ,   მექსიკაში ექსპორტი 5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი 52%-ით“, აღნიშნავს იენი შაფაკი

Star-ი თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრის, მუსტაფა ვარანკის განცხადებას უთმობს ადგილს, რომლის თქმითაც, მიმდინარე წელს, თურქეთის საჰაერო და კოსმოსური მრეწველობის გამოფენა, TEKNOFEST-2019, გაიხსნება 17 სექტემბერს და დასრულდება 22 სექტემბერს რა, მასზე 1 მილიონამდე დამთვალიერებელს ელიან

Sabah-ი კულტურის გვერდზე, იაპონიაში გამართულ თურქულ ფესტივალს აშუქებს და წერს, რომ მის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს იაპონელებმა რა, ყოველდღიურად 10 ათასობით იაპონელმა და მისმა სტუმრებმა მოინახულეს თურქული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები, ხოლო ამის პარალელურად თურქული ეროვნული საჭმელებიც დააგემოვნეს



მსგავსი ინფორმაციები