თურქული პრესა 26.08.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1258405
თურქული პრესა 26.08.2019

                                        

                                     

                         

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ოფიციალიურად გარვცელებულ განცხადებაში მკაცრად დაგმო გუშინ, ერაყის ქალაქ ქირქუქში, რადიკალური ტერ ორგანიზაცია დეაშის მიერ განხორციელებული ტერაქტი, რასაც 6 თურქმენი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. “ანკარა იმედოვნებს, რომ ერაყის ფედერალური მთავრობა გამოავლენს და სასტიკად დასჯის ამ ტერაქტის შემსრულებლებსაც და ორგანიზატორებსაც“, ხაზგასმულია ამ განცხადებაში, წერს სტარი

“ირანის სკოლებში თურქული ენის გაკვეთილები იწყება“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Yeni Şafak-ი და მასში ვკითხულობთ: ირანში 23 სექტემბრიდან, ე.ი. ახალი სასწავლო წლიდან, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის საშუალო სკოლებში თურქული ენის სწავლებასაც დაიწყებენ და მის ფარგლებში კვირაში ორი საათი დაეთმობა თურქული ენის სწავლებას, რის შესახებაც პრესასთან საუბარში განაცხადა ირანში შემავალი აღმოსავლეთ აზერბაიჯანის განათლებისა და სწავლების დირექტორმა ჯაფარ ფაშამ

Vatan-ი იუწყება, რომ თურქული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატ დრონეზე ამიერიდან ავტომატური იარაღი დამონტაჟდება, ხოლო ამის პარალელურად მას ბომბის ჩამოგდების შესაძლებლობაც ექნება და ასეთი აპარატები მალე შევა თურქეთის შეიარაღებული ძალების ინვენტარში  

Hürriyet-ი სოფლის მეურნეობისა და ტყის მინისტრის ბექირ ფაქდემირლის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ ყურბან ბაირამობის დღეებში, ე.ი. 10-18 აგვისტოს შორის თურქეთის ეროვნული ნაკრძალები და ბუნებრივი პარკები მოინახულა მთლიანობაში 4,5 მილიონზე მეტმა კაცმა



მსგავსი ინფორმაციები