თურქული პრესა 19.08.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1254459
თურქული პრესა 19.08.2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ომერ ჩელიქის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ 2017 წლის აპრილის თვეში „ბარბაროს ჰაირეთთინ“-ის სახელობის სეისმური კვლევების გემმა,  კვიპროსის ღია წყლებში სეისმური კვლევები დაიწყო. 2019 წელში კი რეგიონში „ფათიჰი“-ს და „იავუზი“-ს სახელწოდების ორი საბურღი გემი იქნა გაგზავნილი. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთი ამ რეგიონში თავის უფლებებს არავის დაუთმობს.

გაზეთი „Star“-ის მიხედვით,  თურქეთსა და ამერიკას შორის „სირიის სამშვიდობო დერეფნის“ ჩამოყალიბების შეთანხმება,  როგორც თურქეთის PKK/YPG-ს საფრთხისგან ასევე სირიელებს, რომლებიც იძულებით მიგრაციაში არიან წასულები, უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად მხოლოდ თურქეთს 4 მილიონამდე სირიელი აფარებს თავს.

გაზეთ „Vatan“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „სირიის საზღვარზე სამხედროების გადასროლა გრძელდება“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთმა სირიის საზღვარზე კერძოდ კი შანლიურფას რეგიონის დაბა ჯეილაფინარში მორიგი სამხედრო დანაყოფები გადაისროლა. რეგიონში, სატვირთო ავტომობილები და სხვადასხვა მძიმე ტექნიკა გაიგზავნა.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თურქეთი ოთხი პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტში მსოფლიო ლიდერია. მათ შორისაა თხილი, ბალი, ლეღვი და გარგარი.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ მას შემდეგ რაც ჩინეთმა ამერიკისაგან სოფლის მეურნეების პროდუქტების იმპორტზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა, ახლა აღნიშნული პროდუქტების თურქეთიდან შესყიდვას აპირებს. თურქეთი კი ჩინეთში მარმარილოსა და ბალის შემდეგ ახლა რძის და რძის პროდუქტების ექსპორტისთვის ემზადება.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები