თურქული პრესა 16.08.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1253428
თურქული პრესა 16.08.2019

                                         

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აშშ-თან, სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების მრავალი დეტალი ჯერ კიდევ განსახილველი და დასაკონკრეტებელია, თუმცა, ე.წ. უსაფრთხო ზონის საკითში, ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა მათ 20 მილის პირობა  მისცათ და ამ რეგიონიდან ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს ძალები თავიანთი ტექნიკით მთლიანად გავლენ. მისივე თქმით, თუ ამერიკა, მენბიჩის მსგავსად, დროის გაყვანის პოლიტიკას შეეცდება, ანკარა დროს აღარ დაკარგავს და სირიის მოსაზღვრე რეგიონებში ბუფერული ზონის შექმნას თვით, მარტოდ-მარტო შეუდგება

Hürriyet-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ ჰოლანდიურმა გიგანტურმა საკრუიზო გემმა Koningsdam-მა,  თურქეთის საკურორტო ქალაქ ქუშადასში 3100 უცხოელი ტურისტი ჩამოიყვანა. 1200 პერსონალის მქონე, 296 მეტრი სიგრძის და 38 მეტრის სიგანის ამ გემმა ღუზა ეგე პორტის ნავსადგურში ჩამოუშვა და მისი მგზავრები რეგიონის ბუნებრივ სილამაზეებთან ერთად, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებსაც მოინახულებენ, დააგემოვნებენ თურქულ საჭმელებს და ქუშადასის ოქროსფერ პლიაჟზე გარუჯდებიან კიდეც.  

Haber Türk-ის მიხედვით ამ ბოლო ხანებში თურქეთში მძლავრ  ტურისტულ ცენტრად გადაიქცა ბურდურის ოლქში მდებარე სალდას სახელწოდების ტბა, რომელსაც, განუმეორებელი სილამაზის გამო, ადგილობრივები, “თურქეთის მალდივებს“ უწოდებენ. “მიმდინარე წლის ექვს თვეში ამ ტბას 600 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ხოლო ამ ყურბან ბაირამობის დღეებში კი, რომ იტყვიან ნემსი არ ჩამოვარდებოდა აქ“, ხაზს უსვამს ჰაბერთურქი

“თურქეთი ჩემი მეორე სამშობლოა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Star-ი და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის განთქმულ რუმინელ პოპ მომღერალს ოტილია ბრუმას, რომელსაც ამ გაზეთის თანამშრომელმა ინტერვიუ ჩამოართვა საკურორტო ქალაქ ბოდრუმში, სადაც შვებულებას ატარებს ეს რუმინელი მომღერალი. “თურქეთს ნამდვილად ჩემს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ და ამიტომ ძალიან ხშირად ჩამოვდივარ აქ კონცერტების გასამართადაც და დასასვენებლადაც. განსაკუთრებით მიყვარს  ეგეოსის მარგალიტად წოდებული ქალაქი ბოდრუმი და მისი ცოცხალი ღამეები“, ამბობს ოტილია ბრუმა, წერს გაზეთი სტარი



მსგავსი ინფორმაციები