თურქული პრესა 08.08.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1249944
თურქული პრესა 08.08.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც გუშინ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაში სირიის საზღვარზე სამშვიდობო დერეფნის საკითხზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით აღნიშნა: „გადაწყდა ოპერაციის ცენტრის შექმნა. ოპერაციის ცენტრის შექმნასთან ერთად პროცესი დაიწყება.“

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ სირიის ჩრდილოეთში აშშ-თან კოორდინირებულად შესაქმნელი დაგეგმილი უსაფრთხო ზონის საკითხზე ამერიკელ სამხედრო უფლებამოსილებთან თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინიტროში 2019 წლის 5-დან 7 აგვისტომდე მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა. ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „უსაფრთხო ზონის შექმნის ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციის და მართვისათვის თურქეთში ერთობლივი ოპერაციის ცენტრის უმოკლეს დროში შექმნის თაობაზე შეთანხმება იქნა მიღწეული.“   

თურქეთი, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ლიცენზიის მქონე არეალზე და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მიერ Türkiye Petrolleri-სთვის მიცემული ლიცენზიის არეალში სამძებრო და გაბურღვით სამუშაოებს აგრძელებს - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ამ ფარგლებში გაბურღვითი სამუშაოების მწარმოებელი გემის „ფათიჰი“ს შემდეგ ბურღვითი სამუშაოები გემმა „იავუზ“-მაც დაიწყო.

გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მანქანა-დანადგარების ექსპორტიორთა გაერთიანების თავმჯდომარემ ქუთლუ ქარაველიოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის მანქანა-დანადგარების ექსპორტმა 7 თვეში 10,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ქარაველიოღლუს თქმით, სექტორის მთავარ საექსპორტო ბაზარებზე ყველაზე მეტი ზრდა აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში და რუსეთში განხორციელდა.

და ბოლოს გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, ანტალიაში მდებარე ქარაინის გამოქვაბულში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ბოლო დღეს 350 ათასი წლის ხელის ცული იქნა აღმოჩენილი, რომელსაც  ორივე ნაპირი ბასრი აქვს.  2007 წელში იმავე რეგიონში არქეოლოგიური გათხრების დროს 400 ათასი წლის ხელის ცული აღმოაჩინეს.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები