თურქული პრესა 01.08.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1246033
თურქული პრესა 01.08.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო სამხედრო ძალების მონაცემების მქონე Global Fire Power-მა 2019 წლის მეორე კვარტლის ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალის მქონე ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, თურქეთის არმია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერეს არმიებს შორისაა. სიაში თურქეთის ადგილის განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ოპერაციებში ტექნოლოგიების საუკეთესოდ გამოყენება გახდა.   

გაზეთი სტარის ცნობით, იზმითის ყურეში მდებარე პორტი DP World-ი 1 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზით ყარსი-თბილისი-ბაქოს ხაზით კასპიის ზღვას იქედან ჩინეთს დაუკავშირდა. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჯაჰით თურჰანმა განაცხადა: „ეს მომსახურება, კერძო სექტორის კუთხით ჩვენს ქვეყანაში პირველია.“

ქარაბუქის რკინისა და ფოლადის ფაბრიკამ (KARDEMİR) დაიწყო „1915 ჩანაქქალეს ხიდის“ დამხმარე სტრუქტურების წარმოება - წერს გაზეთი „ვათანი“. დასრულების შემდეგ ხიდი „მსოფლიოს ყველაზე გრძელი საშუალო მონაკვეთის მქონე დაკიდებული“ „სიმბოლოების ხიდი“ იქნება.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ თურქეთი, რომელმაც კოსმოსური კვლევების სამუშაოები ინტენსიური გახადა, 23-26 სექტემბერს კოსმოსური სამართლის სფეროში ჩასატარებელ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, თურქეთის ავიახაზებმა მეოთხე Boeing 787-9 Dreamliner-ის მოდელის თვითმფრინავი ჩაიბარა. ახალი Dreamliner-ი THY-ს ინვენტარში 341-ე ნომრით შევიდა. სიეტლში გამართულ ჩაბარების ცერემონიაზე თურქეთის ავიახაზების პრესასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა იაჰია უსთუნმა განაცხადა: „როგორც მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ფლოტის მქონე ავიაკომპანია ზრდას განვაგრძობთ.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები